in

როგორ მივიღოთ ჩვენი განვითარებისთვის აუცილებელი კრიტიკული უკუკავშირი ხელმძღვანელისაგან?!

კერძო კომპანიების თანამშრომლები ხშირად ამბობენ, რომ ხელმძღვანელებისაგან უარყოფით უკუკავშირს ვერ იღებენ. მათი თქმით, თუ მენეჯერი უკმაყოფილოა, ურჩევნია, პირდაპირ გაათავისუფლოს თანამშრომელი, ვიდრე მიუთითოს შეცდომაზე და აუხსნას, რა უნდა გამოასწოროს. შესაბამისად, ვეღარ ახერხებენ, რომ საკუთარ თავზე იმუშაონ, დაიხვეწონ და განვითარდნენ. მათ უბრალოდ ამის შესაძლებლობა არ ეძლევათ. არა და, როდესაც რაიმეს არასწორად აკეთებ, კრიტიკული შენიშვნა და მითითება საუკეთესო „მასწავლებელია“.

pasha-statiebi
pasha-statiebi

როგორ უნდა მოიქცეთ მაშინ, თუ გრძნობთ, რომ ხელმძღვანელისაგან კრიტიკული აზრის მოსმენა გჭირდებათ და გსურთ, მიგითითოთ, რა გამოასწოროთ?!

პირველ რიგში, თქვენ შეაფასეთ საკუთარი თავი კრიტიკულად. როცა ადამიანი თავს არიდებს კრიტიკას, ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ, არ სურს, გაწყენინოთ. როგორც კი გაიგებენ, რომ  საკუთარ თავს თავად აკრიტიკებთ, შიში, მომენტალურად გაქრება. მაგალითად, ჰკითხეთ, „იცით, ვცდილობ, საქმე სწრაფად გავაკეთო და ამიტომ, შესაძლოა, ზოგი დეტალი გამომრჩეს, ხომ არ იცით, როგორ მოვაგვარო ეს საკითხი?!“. ამ შეკითხვაზე პასუხს აუცილებლად მიიღებთ. მერე კი შეგიძლიათ, დაინტერესდეთ, კიდევ რა გამოასწოროთ და რა მიმართულებით იმუშაოთ საკუთარ თავზე.

გახსოვდეთ, რომ საკუთარ თავზე მუშაობა ეს თქვენი მოვალეობაა. ამასთან, ყოველთვის ითხოვეთ დახმარება. უთხარით თქვენს ხელმძღვანელს, რომ გსურთ ახალი მოვალეობები შეითავსოთ და სთხოვეთ, გირჩიოთ, დამატებით, რა მიმართულებით იმუშაოთ. შემდეგ კი ჰკითხეთ, როგორ უმკლავდებით ამჟამინდელ მოვალეობებს. თუ მენეჯერი თქვენს ასეთ განწყობას დაინახავს, აღარ მოერიდება კრიტიკული შეფასების ან, თუნდაც, შენიშვნის მოეცემის.

აუცილებელია, ნებისმიერ კრიტიკულ აზრს ისე შეხედოთ, როგორც სწავლისა და განვითარების შესაძლებლობას. თუ მენეჯერი, კოლეგა ან უბრალოდ კლიენტი შეცდომაზე მიგითითებთ, ჰკითხეთ აზრი, როგორ გამოასწოროთ მდგომარეობა?! ასეთ შემთხვევაში, „ოპონენტი“ აუცილებლად დაფიქრდება, რით შეუძლია თქვენი დახმარება, შეცდომებზეც მიგითითებთ და მათ გამოსასწორებლად კონკრეტულ რჩევასაც მოგცემთ.

კარგი იქნება, თუ შეეცდებით, კრიტიკული შეფასება, თქვენ მიმართ, მინიმუმამდე დაიყვანოთ. ხშირად, შეცდომებზე მითითებისას, ადამიანები ფიქრობენ, კონკრეტულად რაზე გაამახვილონ ყურადღება. შეეცადეთ, ამაში თავად დაეხმაროთ. ჰკითხეთ, რისი შეცვლაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ამით მენეჯერს საქმეს გაუმარტივებთ და მხოლოდ იმაზე მიგითითებთ, რისი გამოსწორებაც აუცილებელია.

წყარო: www.hbr.com



უადგილო ზარები მუშაობის პროცესში! – სტრესი, რომელსაც ყველაზე ძვირფასი ადამიანები გიქმნიან

Liza.ge – ერთ-ერთი პირველი ქართული ინტერნეტ პორტალი 90-იანებიდან!