in

როგორ გამოვხატოთ ნეგატიური უკუკავშირი სწორად?

„იქნებ, უნდა მოვითმინო და არაფერი ვთქვა? ჩვენ ხომ ერთი გუნდი ვართ… მე კი არ მინდა, დაძაბულობა და უხერხულობა შევქმნა“

pasha-statiebi
pasha-statiebi

ასე ფიქრობს დასაქმებულთა ნაწილი. აწუხებთ რაღაც, მაგრამ არ ამბობენ იმის შიშით, რომ უარყოფით ატმოსფეროს შექმნიან. თუმცა, დამეთანხმებით, თუ თქვენი დამსაქმებელი სხვების თვალწინ გაკრიტიკებთ და ხელს გიშლით განვითარებაში, ნეგატიური უკაკავშირისგან თავის შეკავება რთულია.

როგორ უნდა მოიქცეთ ამ დროს?

ნაბიჯი ერთი: დაუსვით საკუთარ თავს ეს ორი კითხვა.

  • „ჭიანჭველისგან სპილოს ხომ არ ვქმნი?“

ვიდრე სხვა ნაბიჯებს გადადგამთ, დაფიქრდით, დამსაქმებელი თავს გამუდმებით ცუდად გაგრძნობინებთ, თუ ასეთი შემთხვევა მხოლოდ ერთხელ იყო? როდესაც მსგავს ქმედებას განმეორებითი სახე აქვს, აუცილებლად უნდა იმოქმედოთ პრობლემის აღმოსაფხვრელად.

  • პოტენციური დანაკარგები აღემატება პოტენციურ სარგებელს? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თქვენთვის?

ნაბიჯი ორი: მოემზადეთ

თუკი ამ კითხვებზე გაცემულ პასუხებს შემდეგ ნაბიჯებამდე მიყავხართ, განვაგრძოთ.

1) წინასწარ განსაზღვრეთ დრო, როდისგსურთ მენეჯერთან საუბარი. აცნობეთ მას, „კარგი იქნებოდა, ოთხშაბათს 5 საათისთვის რომ გვესაუბრა გუშინდელ კონფერენციასთან დაკვაშირებით.“

2) საუბრის დასაწყისშივე დაანახეთ მენეჯერს, კონკრეტულად რის შესახებ გსურთ საუბარი. ეს უფრო გაამარტივებს კონტაქტს და თანაც განსაზღვრვს სასაუბრო ტონს.

3) უკუკავშირისთვის ბევრი სხვადასხვა გზა არსებობს და მათ შორის საუკეთესოა SBI – „სიტუაცია – ქცევა – გავლენა“. ეს დაგეხმარებათ, რომ მენეჯერმა თქვენი უკმაყოფილება სწორად მიიღოს და არ უარყოს იგი.

  • მოიყვანეთ ობიექტური მაგალითი იმისა, თუ როდის და სად გამოვლინდა თქვენთვის მიუღებელი ქცევა.
  • დეტალურად ახსენით, კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა ის, რამაც უსიამოვნების შეგრძნება გამოიწვია თქვენში.
  • აღწერეთ, რა გავლენა იქონია ამან თქვენზე.

4) თუკი თქვენ ამას პირველად აკეთებთ, ბუნებრივია ნერვიულობაც. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ნერვიულობით გამოწვეული დაბნეულობა, უბრალოდ წინასწარ ივარჯიშეთ იმაზე, თუ რას და როგორ იტყვით ნეგატიური უკუკავშირის გამოხატვის დროს. ეს ასევე დაგეხმარებათ, გაიგოთ, რამდენად გააგებინებთ მსმენელს პრობლემის მთავარ არსს და როგორ იგრძნობს იგი თავს ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ.

ნაბიჯი სამი: თეორია აქციეთ პრაქტიკად – გამოხატეთ ნეგატიური უკუკავშირი

ამ შემთხვევაში სცენარი შესაძლოა, ორგვარად განვითარდეს. ერთ შემთხვევაში თქვენს ფიდბექს მიიღებენ და სამომავლოდ გათვალისწინებასაც დაგპირდებიან… მეორე შემთხვევაში კი შეიძლება, ამ ყველაფერმა ბრაზი გამოიწვიოს, რასაც მოყვება ბუნებრივი თავდაცვა. ამ დროს აუცილებელია, სიტუაცია „შეარბილოთ“:

  • ბოდიშის მოხდით (ვწუხვარ, რომ ეს გაბრაზებთ, მაგრამ…)
  • დუმილის შენარჩუნებით (ვიდრე უარყოფითი ენერგიისგან არ დაიცლება და მშვიდად განაგრძობთ საუბარს)
  • უბრალოდ წასვლით (საუბრის ცივ გონებაზე გასაგრძელებლად)

და ბოლოს, აუცილებლად გადაიხადეთ მადლობა!

წყარო: HBR.Org



მწვანე კონცხის პროექტში „ბოტანიკო“ გაყიდვები იწყება

თელავი, საქართველო – Airbnb-ს გლობალურ კამპანიაში