Artificial Nightmares-ის იუთუბ არხზე ვიდეო გამოქვეყნდა, რომელშიც ნეირონული ქსელით შექმნილ, ჯამბაზებით შთაგონებულ საზარელ ილუსტრაციებს ვხედავთ. ეს იდეალური მაგალითია იმისა, თუ როგორ ქმნის ნეირონული ქსელი სიურრეალისტურ სურათებს, რეალურ გამოსახულებებზე დაფუძნებით. კონკრეტულად ამ შემთხვევაში ქსელი ნამდვილი ჯამბაზების ფოტოებით იწვრვთნებოდა.
საბოლოო შედეგის მისაღებად, მანქანური დასწავლის სამი ალგორითმი — VQGAN, CLIP და Rife-RealESRGAN გამოიყენეს. თითოეული მათგანი ილუსტრაციებს ტექსტური მოთხოვნების საფუძველზე აგენერირებს. განსაკუთრებით საინტერესო ისაა, რომ ქსელების დიდ ნაწილს საზარელი ტექსტური თუ ვიზუალური მასალის გენერირება შეუძლია — დაწყებული სიმფსონების პერსონჟებით, დასრულებული Buzzfeed-ის სათაურებით და პორნოგრაფიით.
ცხადია, ეს ყველაფერი უამრავ კითხვას წარმოშობს იმის შესახებ, თუ რამდენად გაიზრდება ხელოვნური ინტელექტის წვლილი იმ ინფორმაციის გენერირებაში, რომელსაც ყოველდღიურად ვიღებთ.











