in

ნეირომარკეტინგის აკადემია – მარკეტინგულ აქტივობებზე ადამიანის ტვინის საპასუხო რეაქციების შესწავლა

ნეირომარკეტინგის აკადემია არის ნეირომარკეტინგული ტრენინგ ცენტრი კავკასიის რეგიონში, სადაც ისწავლება თანამედროვე მიმართულებები გაყიდვებსა და მარკეტინგში ნეირომარკეტინგის გამოყენებით. ნეირომარკეტინგი მარკეტინგის ახალი მიმართულებაა, რომელიც იყენებს სამედიცინო ტექნიკებს (ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია – functional Magnetic Resonance Imaging – FMRI), რათა შეისწავლოს ადამიანის ტვინის საპასუხო რეაქციები მარკეტინგულ აქტივობებზე. ამ ტექნიკაზე დაყრდნობით, მეცნიერები აანალიზებენ შედეგებს და შეისწავლიან, თუ როგორ იღებს მომხმარებელი გადაწყვეტილებას, ტვინის რომელი ზონები ერთვებიან ყიდვის პროცესში.

რა პრაქტიკული თუ თეორიული ცოდნის მიღების შესაძლებლობაა ნეირომარკეტინგის აკადემიაში იმისათვის, რომ თემით დაინტერესებულმა პირებმა ნეიროფიზიოლოგიურ დონეზე გამოიკვლიონ არაცნობიერის გავლენა ყიდვის პროცესში, გააანალიზონ მომხმარებლის ქცევა და შეისწავლონ მათი ფსიქოლოგია, რაც საბოლოო ჯამში, გაყიდვებსა და ცნობადობაზე აისახება, ამ და სხვა საკითხებზე მარკეტერის შეკითხვებს ნეირომარკეტინგის აკადემიის დამფუძნებელმა, ქრისტინე მორჩილაძემ უპასუხა:M: რა ფუნქცია აქვს ნეირომარკეტინგის აკადემიას მომხმარებელზე ორიენტირებული რეკლამის შექმნის პროცესში და რა გამოწვევების წინაშე ხართ რეგიონულ დონეზე?
ნეირომარკეტინგს საკმაოდ დიდი შესაძლებლობები აქვს თანამედროვე ბიზნესისთვის, რადგან მისი მეშვეობით მოპოვებული ინფორმაცია ეხმარება მას, სწორად გაანაწილოს სარეკლამო ხარჯები და რეკლამას მაქსიმალურად დაუბრუნდეს თავისი ფუნქცია: გაყიდოს პროდუქტი.
ნეირომარკეტინგის ამ და სხვა შესაძლებლობების გაცნობა მასშტაბურად არ ხდება არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაშიც, ჩვენი აკადემიის მიზანიც სწორედ ის არის, რომ რეგიონში, საქართველოდან დაიწყოს ძვრები ამ მიმართულებით. მით უმეტეს, რომ საქართველოში არ გაგვჭირვებია იმ ადამიანების პოვნა, ვისაც შეუძლია ნეირომარკეტინგსა და ტექნოლოგიების თანამედროვე მიგნებებზე ილაპარაკოს. ასევე, ჩვენი აკადემიის ფუნქციონირების ფარგლებში ვგეგმავთ უცხოელი მკვლევარებისა და პროფესორების ჩამოყვანასაც.M: ვინ წარმოადგენს თქვენს მიზნობრივ აუდიტორიას და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს კურსზე დასწრების მსურველი? რა ფორმატისა და ხანგრძლივობისაა კურსი? და როგორ უნდა დავრეგისტრირდეთ?
აუდიტორია, რომელიც ჩვენს კურსებს ესწრება ხოლმე, შედგება მარკეტერების, ტოპ მენეჯერების, სტარტაპერების, სტუდენტებისა და ყველა იმ ადამიანისგან, ვინც მარკეტინგით, მომხმარებლის ქცევითა და ადამიანის ფსიქოლოგიის შესწავლითაა დაინტერესებული. ნეირომარკეტინგის კურსი ერთთვიანია, კვირაში ორ ლექციას ვატარებთ სასტუმრო „რუმს თბილისში“. თითოეული ლექცია 3 საათიანია და ყოველ ლექციაზე გვყავს სხვადასხვა მენტორი სხვადასხვა თემით, რომელიც საერთო ჯამში, ერთ მთლიან თემას – ნეირომარკეტინგს კრავს.
კურსებზე დასწრება შესაძლებელია ჩვენს ვებგვერდზე – marketingacademy.ge – ჩამონათვალში ნახავთ „რეგისტრაციას“, რომლის შემდეგი ეტაპია სავალდებულო ველების შევსება და კურსის მთლიანი ღირებულების 50%-ის გადახდა.

M: რას უნდა ელოდონ მონაწილეები კურსისგან?
ჩვენი აკადემიის კურსები ავაგეთ ისე, რომ ნებისმიერი ლექცია, რომელსაც მსმენელი ჩვენთან მოისმენს, გარდა იმისა, რომ ტექნიკურ ცოდნას ტოვებს ამა თუ იმ საკითხზე, ამავდროულად, არის ინსპირაციული, უღვიძებს აუდიტორიის თითოეულ წევრს შთაგონებას. ჩვენს კურსზე მოისმენთ იმასაც, თუ როგორ უნდა შევქმნათ ბრენდი ნეირომარკეტინგული ტექნოლოგიების გათვალისწინებით, ამასთანავე, იმასაც, თუ როგორ უნდა ვილაპარაკოთ და ავაგოთ საკომუნიკაციო ტექსტები სწორად, ნეიროლინგვისტური გზების გამოყენებით.თითოეული მენტორი ლექციას წინასწარ შემუშავებული პროგრამით უძღვება, მათ აუდიტორიამდე მოაქვთ ვიზუალური მასალები, პრეზენტაციები, ე.წ. „ჰენდაუთები“. ჩვენ ვცდილობთ, რომ აუდიტორის სიდიდემ 20 ადამიანს არ გადააჭარბოს, რადგან გვინდა, რომ ჩვენს  თითოეულ დამსწრეს ინდივიდუალური გამოცდილება ჰქონდეს ჩვენს აკადემიაში და წაიღოს იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე ელოდებოდა. კურსის დასრულებას აღვნიშნავთ ტორტით, შამპანურითა და სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიით.

[R]

რა შეიძლება იყოს წვერის გაპარსვისთვის სერიოზული მიზეზი? – Gillette-ის კამპანია #BabyFace

თეთრი კარკასი VS დირსის მეგობრები – ანუ როგორი იყო “დირსის დღიურების” მეორე დღე!