სანდიას ეროვნული ლაბორატორიის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ნეირომორფულ კომპიუტერებს, რომლებიც ტვინის ლოგიკის მსგავსად მუშაობს, იმაზე რთული პრობლემების გადაჭრა შეუძლია, ვიდრე ხელოვნური ინტელექტისგან წამოჭრილი პრობლემებია.
კვლევის თანახმად, ნეირომორფულ სიმულაციებს სტატისტიკური მეთოდის — „შემთხვევითი სიარულის“ გამოყენებით, რენტგენის სხივებზე დაკვირვება შეუძლია, რომელიც ძვალსა და რბილ ქსოვილში გადის…
„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ნეირომორფულ აპარატურას არა მხოლოდ ხელოვნური ინტელექტისთვის, არამედ მრავალი აპლიკაციისთვის შეუძლია მუშაობა, ოპტიმალურ შემთხვევებში, ნეირომორფული კომპიუტერები უფრო სწრაფად მოაგვარებს პრობლემებს და ნაკლებ ენერგიას გამოიყენებს, — ამბობს წამყვანი მკვლევარი ჯეიმს ბრედლი აიმონი.
სწორედ გამოთვლის სიჩქარისა და ენერგიის დაბალი ხარჯების კომბინაციამ, შესაძლოა, ნეირომორფული გამოთვლა საბოლოოდ მრავალი სფეროსთვის სასურველი გახადოს.
ხოლო როცა ნეიროჩიპის პროცესორზე ინფორმაციას აგროვებთ, სისტემა ნელდება და საბოლოოდ აღარც მუშაობს… ნეირონების მცირე ჯგუფის დახმარებით კი ეს პრობლემაც დაძლეულია.












