in

ტვინის ნეირონების ერთი ჯგუფი მხოლოდ სიმღერაზე რეაგირებს — კვლევა

ალბათ, ყველა ჩვენგანს აქვს გამორჩეული სიმღერა, რომელიც შთამაგონებლად მოქმედებს ჩვენს გონებზე… როგორც ჩანს, ამას მეცნიერული ახსნა აქვს — მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მკვლევრებმა აღმოაჩინეს ნეირონების ჯგუფი, რომელიც მხოლოდ სიმღერაზე რეაგირებს.

M2
M2

როგორც კვლევის წამყვანი ავტორი სემ ნორმან-აგნერი და მისი კოლეგები იუწყებიან, ეს ნეირონები ხმისა და მუსიკის გარკვეულ კომბინაციებზე რეაგირებს, მაგრამ არა — ინსტრუმენტულ მუსიკაზე ან ჩვეულებრივ მეტყველებაზე. სიმღერისთვის სპეციფიკური ცხელი წერტილი მდებარეობს ზედა საფეთქლის წილში, მუსიკასთან და ენასთან დაკავშირებული ტვინის რეგიონების გვერდით.

მდებარეობით თუ ვიმსჯელებთ, ამ ნეირონებს შეუძლია, სიმღერასთან დაკავშირებულ მახასიათებლებს უპასუხოს, როგორიცაა აღქმული ხმა ან ურთიერთქმედება სიტყვებსა და აღქმულ სიმაღლეს შორის — ვიდრე ინფორმაცია ტვინის სხვა ნაწილებს გადაეცემა შემდგომი დამუშავებისთვის.

საგულისხმოა, რომ წინა კვლევების ფარგლებში მეცნიერები ფუნქციურ MRI-ს იყენებდნენ, ქერქში ნეირონების პოპულაციების დასადგენად, რომლებიც უშუალოდ რეაგირებს მუსიკაზე. ახლა კი მკვლევრებმა ტვინის ზედაპირის ელექტრული აქტივობის ჩანაწერები გამოიყენეს. ექსპერიმენტში 15 მოხალისე მონაწილეობდა. მათ 165 სხვადასხვა ხმა მოისმინეს.

“არსებობს ნეირონების ერთი პოპულაცია, რომელიც სიმღერაზე რეაგირებს. ამას მოჰყვება ნეირონების სხვა პოპულაცია, რომელიც უამრავი ტიპის მუსიკაზე ავლენს რეაგირებას. fMRI მასშტაბით, ისინი იმდენად ახლოსაა ერთმანეთთან, რომ მათი ამოხსნა შეუძლებელია… მაგრამ ინტრაკრანიალური ჩანაწერებით დამატებით გარჩევადობას ვიღებთ და ამრიგად, შეგვიძლია, ეს ნეირონები ერთმანეთისგან განვასხვაოთ”, — განმარტავს ნორმან-აგნერი.

ამ ეტაპისთვის მკვლევრებს სურთ გაარკვიონ, აქვთ თუ არა ბავშვებს ნეირონების მსგავსი პოპულაცია. სწორედ ასე შეძლებენ იმის დადგენას, როდის და როგორ ვითარდება ეს ნეირონები.

Smart car – საათების ცნობილი ბრენდის იდეიდან, “ჭკვიან” ავტომობილამდე

მარიამ თევზაძის ნამუშევრები მადრიდში Drawing Room-ის გამოფენაზე მოხვდა