in

ფისო-რობოტი ცხელ ჩაის გააგრილებს — CES 2025

დილით ცხელი ჩაი რომ მარტივად გააგრილოთ, რობოტიკის სამყაროს Nekojita FuFu შეუერთდა — Yukai Engineering-ის ერთ-ერთი უახლესი ქმნილება, რომელიც CES 2025-ზე წარადგინეს. მომხიბვლელი, პატარა კატის მსგავსი გაჯეტია, რომელიც საკმაოდ ძველი პრობლემისთვის გვთავაზობს გამოსავალს, ცხელი ყავისა და წვნიანისთვის, რომელიც ზედმეტად მაღალი ტემპერატურისაა მისართმევად. იდეა კი Yukai Engineering-ის CEO შუნსუკე აოკის მაშინ მოუვიდა, როცა შვილისთვის ახლად მომზადებულ ფაფას აგრილებდა… ამას Nekojita FuFu ადამიანების მიბაძვით აკეთებს და ზუსტად ისე უბერავს ჰაერს, როგორც ჩვენ.

რობოტი ჭიქის ან ჯამის გვერდზე თავსდება და Fuing System-ის ტექნოლოგიას იყენებს, რათა ჩაის გაგრილება განსხვავებული ინტენსივობითა და კუთხიდან ჰაერის შებერვით მოახერხოს. მოწყობილობას მრავალი რეჟიმი აქვს, ნაზი, სტაბილური სუნთქვით იწყება და, თუ საჭიროა, ძლიერდება კიდეც.

რაც შეეხება საყვარელი რობოტის სახელს, იაპონურ ტერმინ Nekojita-სა და Fufu-ს აერთიანებს — პირველი იმ ადამიანებს აღწერს, რომლებიც სენსიტიურები არიან ცხელი საკვების მიმართ, მეორე კი სულის შებერვის ხმას ჰბაძავს.

ფასი 25 დოლარი იქნება და პირველ ეტაპზე იაპონიაში 2025 წლის მეორე კვარტალში გამოვა.

დაბოლოს, ერთსაც გეტყვით, Yukai Engineering-მა CES 2025-ზე ფუმფულა რობოტიც წარადგინა, რომლის შესახებაც უფრო მეტს CES 2025 წლის საუკეთესო მოწყობილობებიდან გაიგებთ.

რატომ არის კრიტიკულად აზროვნება მნიშვნელოვანი სწორედ ახლა

ანტონიო ბანდერასი Mercedes-Benz-ის რეკლამაში გამოჩნდა