„ნეკრესის მამული”, რომელიც 2016 წლიდანაა დაფუძნებული საქართველოში, პანდემიის რთული პერიოდის შემდეგ ქართულ ბაზარს უბრუნდება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, პანდემიის პერიოდში პროდუქცია მხოლოდ ექსპორტზე გადიოდა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: საფრანგეთი, აშშ, სამხრეთ კორეა და ისრაელი.
წელს კომპანიამ გაზარდა წარმადობა და ქართველ მომხმარებელს დაუბრუნდა, რომელსაც საშუალება ექნება, შეიძინოს და დააგემოვნოს „ნეკრესის” ღვინო თბილისის რესტორნებსა და ბარებში, ასევე 8000 მოსავალსა და ღვინის მაღაზიებში. საბოლოო მიზანი კი თბილისის რაც შეიძლება მეტ გამორჩეულ ობიექტში შესვლა და პროდუქციის მათი მომხმარებლისთვის შეთავაზებაა. აქვე გეტყვით, რომ კომპანია უკვე აქტიურად ემზადება ახალი წლისთვისაც და სადღესასწაულოდ ნატურალურ ცქრიალა ღვინოს შემოგვთავაზებს: ციცქას, ჩინურსა და როზეს.
ბრენდის შესახებ
„ნეკრესმა” პირველი ბრენდირებული ღვინო 2018 წელს ჩამოასხა. ისინი აწარმოებენ ღვინოს როგორც ქვევრში, ისე კლასიკური მეთოდით. 2019 წელს დააარსეს ნეკრესის მამული, სადაც საწარმოსთან და ვენახებთან ერთად, სასტუმროსა და რესტორნის გაშენებაც გადაწყდა. იდეა ადგილის ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობიდან გაჩნდა. ნეკრესი ხომ უძველესი ცივილიზაციის, ძველი ნაქალაქარის – ნელქარისის ადგილას მდებარეობს, ნეკრესის მონასტრის გზაზე, ასწლოვანი ჭადრების ხეივანში. კომპანიის დამფუძნებლებს ჰქონდათ სურვილი, რომ აქ ჩამოსული სტუმარი ქართული ისტორიისა და კულტურისთვისაც ეზიარებინათ და გასტრონომიული გამოცდილება შეეთავაზებინათ.
[R]