in

Nemiroff დიზაინს კარდინალურად ცვლის!

„მსოფლიოში ცნობილი არყის ლეგენდარული გემო უცვლელი რჩება“

საერთაშორისო ბრენდმა Nemiroff, მსოფლიოში არყის ერთ-ერთმა მსხვილმა მწარმოებელმა, რადიკალურად შეცვალა პოპულარული სასმელების ბოთლების გარეკანი.

სამყარო სწარაფად იცვლება, ფაქტობრივად, ყოველდღიურად და ამას ვერაფერი შეცვლის. წარსულს ჩაბარდა დისკიანი ტელეფონები, რომლებიც „სმარტფონებად“ გადაიქცა და ახლა დროა, Nemiroff-ის ტრადიციული ბოთლ-შტოფს გადაეჩვიოთ. მაგრამ ყველა ცვლილება მხოლოდ უკეთესობისკენ არის მიმართული. ამიტომ თაყვანისმცემლებს ელოდებათ ბოთლის ახალი თამამი დიზაინი.

Nemiroff-ის მომზადების რეცეპტი მრავალი წლის განმავლობაში არ შეცვლილა, სასმელის შესანიშნავი ხარისხი და მისი განუმეორებელი გემო ზუსტად იგივე დარჩება.

ახალი დიზაინები მიიღეს ხორბლის Nemiroff, Nemiroff Delikat, Nemiroff Original და Nemiroff უკრაინული თაფლითა და წიწაკით, ბრენდის სავიზიტო ბარათმა. ახლა, გარე ცვლილებების გარდა, ხაზმა მიიღო ახალი სახელი – The Originals, რაც მიუთითებს ბრენდის საფუძველსა და წარმოშობაზე, მის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, რომელიც აღწევს XVIII საუკუნეს.

„გარე ცვლილებებთან ერთად, მნიშვნელოვანია, შეინარჩუნო საკუთარი თავი, შენი პრინციპები და ცხოვრების წესები. გარე ცვლილებების შემდეგაც, ამბიციური და დაუოკებელი პიროვნებები ინარჩუნებენ თავის არსს, რადგან მათ აქვთ ღერო, ხასიათი“ – ამბობს Nemiroff-ის აღმასრულებელი დირექტორი იური სოროჩინსკი – „ათწლეულების შემდეგაც კი, მსოფლიო ბაზრის დაპყრობით და სახელის შექმნით Nemiroff The Originals გარეგნულად იცვლება, მაგრამ საკუთარი ხარისხის ერთგული რჩება. ახალი დიზაინი, მაგრამ იგივე ლეგენდარული გემო“.

ახალი თამამ დიზაინზე მუშაობდა ბრიტანული სააგენტო, რომელიც სპეციალიზირდება ალკოჰოლის ინდუსტრიის წამყვანი მოთამაშეებისთვის გადაწყვეტილებების შესაქმნელად.

ზუსტად რა შეიცვალა?

 

  • შეიცვალა ფორმა, მართკუთხედიდან კვადრატულ ფუძემდე. ზოგადად, დიზაინი განსხვავებული გახდა. განახლებული ფორმა არამარტო თანამედროვე სტილისაა, არამედ საკმაოდ ერგონომიულიცაა – გვერდითა კიდეების სპეციალური დიზაინის გამო, მისი დაჭერა ხელში კიდევ უფრო მოსახერხებელი გახდა. უფრო მეტიც, ასეთი ბოთლი ყურადღებას იპყრობს და ხაზს უსვამს სტატუსს
  • შეიცვალა კრაფტის ეტიკეტი. უნიკალურობა ხაზს უსვამს ახალი შრიფტებს, ფერებს და გრაფიკული ელემენტებს, რომლებიც ახასიათებენ ისტორიის გააზრებას თანამედროვე სტილში. ასეთი კომბინაცია ხარისხობრივად გამოირჩევა მაღაზიის თაროებზე
  • აქვს ახალი ეკო-ხუფი, რომელიც დამზადებულია უსაფრთხო მასალებისგან და არ შეიცავს ბისფენოლ „ა“-ს. გარდა ამისა, Nemiroff ბრენდისთვის შემუშავებული ახალი ხუფები მსოფლიოში პირველთა შორისაა, რომლებიც პოლიკარბონატის გამოყენების გარეშე მზადდება
  • კიდევ უფრო უკეთ არის დაცული ფალსიფიკაციისგან, რომელსაც უზრუნველყოფს კოლუმბიის ხუფის უნიკალური კონსტრუქცია. იგი არა მარტო მტკიცე ფიქსაციის გარანტიას იძლევა, არამედ იცავს ბოთლის შიგთავსის დაქცევისგან და თავსახურის შესაძლო მოხსნისგან. თუ ხუფი მოიხსნება, ის იშლება და მისთვის პირვანდელი სახის მიცემა შეუძლებელი იქნება. კლასიკური დაცვა, რომელიც Nemiroff  წლების განმავლობაში გამოიყენა (ლაზერული თარიღი მინაზე და ხუფზე) ახალ დიზაინში რჩება

უნდა აღინიშნოს, რომ ცვლილებები ეხება მხოლოდ ხაზის გარეკანს. პროდუქტების ლეგენდარული გემო და ორიგინალური რეცეპტები უცვლელი რჩება. Nemiroff პროდუქციის სრულყოფილი გემოს საფუძველი არის წყალი, რომელიც მრავალჯერად ფილტრაციას გადის ბუნებრივი მინერალებით. ნედლეულის მაღალი ხარისხი, ფილტრაციის 9 დონე და დაცვა ფალსიფიკაციისგან – ეს არის ის, რაც Nemiroff არყის პროდუქტებს ათწლეულების განმავლობაში წამყვან პოზიციებზე გამოჰყავს მსოფლიოში.

 

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ ავითარებენ ქალი ანტრეპრენერები თავიანთ ბიზნესს, პანდემიის დროს?

თათა იმერლიშვილი – #პირველისამსახური