in

ნახეთ: მოწყობილობა, რომელსაც დღეში 100 მარჯნის რიფის დარგვა შეუძლია!

Nemo ციფრული პლატფორმის, სპეციალიზირებული სატრანსპორტო ყუთის და კოლაბორაციული დრონისგან შედგება

კლიმატის ცვლილებები ცხოვრების არც ერთ ასპექტს დატოვებს ხელშეუხებელს და სამწუხაროდ, ბევრი ზიანი, რომელსაც ის გამოიწვევს, შეუქცევადია. მარჯნის რიფები ერთ-ერთი ასეთი ბუნებრივი განძია, რომელიც გლობალური დათბობის მძიმე შედეგების წინაშე დგას – ისინი საგანგაშო ტემპით ნადგურდება. თუ საქმე ამ სიჩქარით გაგრძელდა, მათი 90% 2050 წლისთვის გაგქრება…

მიუხედავად იმისა, რომ მარჯნის რიფები ოკეანის მთლიანი ფართობის მხოლოდ 0.1%-ის იკავებს, ისინი დედამწაზე ყველა ზღვის სახეობის 25%-ის არსებობისთვისაა მნიშვნელოვანი! სწორედ ის გვეხმარება სუნთქვაში, გვიცავს ქარიშხლებისგან, გვაწვდის საკვებს და მხარს უჭერს სანაპირო თემების ეკონომიკას.

ამ მასშტაბური საფრთხისგან თავის დასაღწევად, მეცნიერებმა შექმნეს მოწყობილობა Nemo, რომელიც ეფექტური და მდგრადი გზით აღადგენს მარჯანს. მას დღეში 100 მარჯნის დარგვა შეუძლია და ტანაც, ამ ოპერაცია სულ რაღაც 2-3 ადამიანი სჭირდება.

Nemo ციფრული პლატფორმის, სპეციალიზირებული სატრანსპორტო ყუთის და კოლაბორაციული დრონისგან შედგება. ციფრული პლატფორმა მეცნიერებს ეხმარება, უფრო ზუსტად შეისწავლონ და აკონტროლონ მარჯნის რიფები და ამავე დროს, იგი მის შესახებ საზოგადოებაში გლობალურ ცნობიერებას ზრდის. პლატფორმა რიფების მონიტორინგის შედეგად შეგროვებულ ყველა მონაცემს ინახავს.

სპეციალიზებული სატრანსპორტო ყუთი მარჯნის რიფს ერთი ადგილიდან წყლისქვეშ გადარგვისას იცავს – ნარჩუნდება მარიალიანი წყლის ტემპერატურა და რეგულირდება pH.

ამავდროულად, კოლაბორაციული დრონი მეცნიერებს ეხმარება, მონიტორინგი გაუწიონ მარჯნის რიფების 3D სკანირებასა და ასახვას. შემდეგომ ეს ინფორმაცია ზემოთ ხსენებულ ციფრულ პლატფორმაზე იტვირთება.

“ჩვენ გამოვიყენეთ ადამიანზე ორიენტირებული დიზაინის მიდგომა, რომელიც გარემოს პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ. ჩვენ ადამიანსა და გარემოზე ორიენტირებული პროცესები გავაერთიანეთ და საუკეთესოდ განვახორციელეთ” – ამბობს Nemoს შემქმნელთა გუნდი. ისინი კვლევის ფარგლებში ექსპერტებისგან აქტიურად იღებდნენ უკუკავშირს, რათა იდეა სრულყოფილ სახემდე მიეყვანათ.

აღსანიშნავია, რომ “ნემოს” ძირითადი ნაწილები დამზადებულია გადამუშავებული პლასტმასისგან, მისი გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად. მოწყობილობის მთავარი იდეაც ეს არის, ის ჯანსაღი ეკოსისტემების აღსადგენად და მხარდაჭერისთვის, რაც მდგრადი მომავლისთვის გადამწყვეტია. “ეს იყო პასუხი კითხვაზე, “როგორ შეიძლება შეიქმნას უფრო მდგრადი გზა ეფექტური და მარტივი აღმდგენი პროცესებისკენ?” მიუხედავად იმისა, რომ მარჯნის აღდგენის არაერთი ტექნოლოგია არსებობს, არც ერთი არ არის ასე მათემატიკური სიზუსტით გამორჩეული”.

როგორც Nemo-ს შემქნელები აღნიშნავენ, ეს სცილდება მარჯნის რიფების დარგვას და მთელ საციცოხლო ციკლს ითვალისწინებს… მოწყობილობა შეირჩა James Dyson 2021 ეროვნულ გამარჯვებულთა სიაში და ასევე, აღიარებულია Red Dot Concept Awards 2020, Core77 Design for Social Impact-ში.

„რომპეტროლ საქართველოს“ ახალი გენერალური დირექტორი ხელმძღვანელობს

„გემომეტრია“ – ქეითერინგით დაწყებული ბრენდი და მისი ამბავი