in

ნემოს წყალქვეშა ბაღში მყვინთავები ბოსტნეულს ზრდიან!

სურათები გასაოცარია…

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნემოს ბაღში, ანუ იტალიის ჩრდილოდასავლეთ სანაპიროზე არსებულ სიურრეალისტურ წყალქვეშა სივრცეში. National Geographic-ის ცნობით, ხმელეთის მცენარეები წყალქვეშა პლასტმასის სათბურებში იზრდება, რომელსაც ბიოსფეროებს უწოდებენ, მათ ნათებას კი ზედაპირიდან მარტივად შეამჩნევთ. უნდა ვაღიაროთ, სურათები ნამდვილად გასაოცარია… 

M2
M2

ამ პროექტის უკან კი სერხიო გამბერინი დგას, რომლის მიზანიც უბრალოდ ლამაზი სივრცის არსებობა ნამდვილად არ ყოფილა. იმედოვნებს, რომ პლასტმასის სათბურები, რომლებიც ოკეანის ზედაპირიდან 5-10 მეტრზე მდებარეობს და 528 გალონ ჰაერს იკავებს, იქნება ხმელეთის სასოფლო-სამეურნეო ოპერაციების მდგრადი ალტერნატივა. კონკრეტულად კი დაეხმარება მშრალ სანაპიროებს უფრო მეტი საკვების მოყვანაში. თანაც, წყლის მარილისგან გაწმენდის გარეშე. 

მცენარეებს თავიდან სულ ცოტა წყალი სჭირდება, მზის შუქი კი მის შიდა სფეროებს ათბობს, რომელიც შეიცავს ნოტიო ჰაერს და ბუნებრივად კონდენსირდება. 

იმის გამო, რომ წყალქვეშა ფერმას სჭირდება წყლის გარე რესურსი მხოლოდ მცენარეების ზრდისთვის, ჩვენი სისტემა შეიძლება გამოსადეგი იყოს იმ ადგილებისთვისაც, რომლებიც წყლისგან მოშორებულია, — ამბობს გამბერინი. 

მართალია, ნემოს ბაღი ახლა განვითარების ძალიან ადრეულ ეტაპებზეა, მაგრამ შედეგები ნამდვილად საოცარია. მეტიც, 2020 წლის კვლევამ აჩვენა, რომ წყალქვეშ მოყვანილ მწვანილს უფრო მეტი ქლოროფილი და ანტიოქსიდანტები ჰქონდა, ვიდრე ხმელეთზე მოყვანილს…

 

რას ვგულისხმობთ, როცა ვამბობთ „მწვანე ენერგია”

#მევქმნიალიანსს – ადამიანი, როგორც ყველაზე ღირებული ინვესტიცია და ია იმამიშის გზა „ალიანს ჯგუფთან “ ერთად