დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პატარა ქმნილებებზე მოგიყვებით. უილიარდ უიგინსის ნამუშევრებზე, რომლებიც ნემსის ყუნწში ეტევა. თავად ქანდაკებები ხომ საოცარია, მაგრამ არანაკლებია მოქანდაკის ისტორიაც, რომლის აუტისტური სპეტრის შესახებ ბავშვობაში არავინ იცოდა, მათ შორის არც უილიარდმა — „სკოლაში რთული პერიოდი მქონდა აუტიზმის გამო და ეს დიაგნოზი არ დასმულა 60-იან წლებში…“.
ისე გამოვიდა, რომ მასწავლებლები მხარს არ უჭერდნენ, ამიტომ დროის უმეტესობას კლასისგან შორს, თავისი ოჯახის ბაღში ატარებდა. როგორც ვიგებთ, მინი რაღაცების გაკეთება 5 წლიდან დაიწყო. ერთ დღესაც კი, როცა თავისი ძაღლი ღობის ძირში რაღაცას თხრიდა, უეცრად ჭიანჭველების ოჯახი ამოვიდა მიწიდან. სწორედ ამის ნახვის შემდგომ დაიწყო უილიარდმა პატარა სახლების, სკამებისა და მაგიდების გაკეთება ჭიანჭველებისთვის. თუმცა ნამდვილად არ ფიქრობდა, რომ რაღაც საოცრებას ქმნიდა, სანამ მეზობლის ბავშვმა არ ნახა მისი ნამუშევრები და არ უთხრა, რამდენად შთამბეჭდავი იყო. ამის მოსმენა მას დაეხმარა, გონებიდან გაექრო ყველაფერი, რასაც სკოლის მასწავლებლები ეუბნებოდნენ.
შემდგომ მინიატურული ქანდაკებების გაკეთებაც გააგრძელა და დროთა განმავლობაში ისწავლა, როგორ მიეღწია უფრო პატარა შედეგებისთვის. თუ თავიდან ჭიანჭველის სახლები ხისა და მუყაოსგან დაამზადა, დღეს მრავალ მასალას იყენებს, მათ შორის ოქროს მცირე ფრაგმენტებს, ელვა-შესაკრავებსა და ქვიშის მარცვლებს. დეტალების შესაღებად საკუთარ წამწამებსაც კი!
„ჩემთვის მსოფლიოში ყველაზე პატარა ქანდაკებების შექმნა გასაღების გაკეთებას ჰგავს, ყველაზე პატარა გასაღების მსოფლიოში, რომელიც სამყაროს ყველაზე დიდ კარს ხნის — მივიღე დოქტორის ხარისხი, შევხვდი დედოფალს და გავხდი Member of the Order of the British Empire-ის (MBE) წევრი“, — აცხადებს უიგინსი.
რაც შეეხება დედოფალთან შეხვედრას, ერთ დღესაც მან წერილი ბუკინგემის სასახლიდან მიიღო, რომელშიც ეწერა, რომ მისი უდიდებულესობა სიამოვნებით მიიღებდა უიგინსის მიერ შექმნილ მიკრო გვირგვინს… ამასთან ერთად უილიარდის ნემსის ყუნწში არაერთი ღირსშესანიშნავი ადგილი თუ სოციალური საკითხი მოექცა, რომელთა ნახვას ქვემოთ შეძლებთ: