როცა საქმე ლუდს ეხება, ორ კატეგორიას ვაწყდებით: ადამიანებს, რომელთაც უყვართ და არ უყვართ ქაფი. იაპონიაში კი სწორედ ამ ქაფით განისაზღვრება, რამდენად კარგი გემო აქვს ლუდს. რეალურად, ეს მართლაც ემსახურება რაღაც მიზანს — სქელი ფენა სახურავის მსგავსად მოქმედებს, რათა სითხეს არ ჰქონდეს ჰაერთან შეხება და ასე იგი მეტად ინარჩუნებს ლუდის არომატსა თუ გემოვნურ თვისებებს.
ამ ამბავს კი იმიტომ გიყვებით, რომ დიზაინის სტუდია Nendo-მ ლუდის ქილის თავსახურის ახალი ვარიანტი შემოგვთავაზა. ჩვეულებრივისგან იმით არის განსხვავებული, რომ ერთის ნაცვლად, ორი გასახსნელი აქვს. გასაკვირი კი ის არის, რომ ამ ორ სახსნელს შორის მანძილი ლუდის გემოვნურ თვისებებზე ზემოქმედებს — თუ პირველი მათგანით გახსნით, მცირე სივრცე დარჩება ქაფის წარმოებისთვის, ხოლო თუ მეორეს გამოიყენებთ, მეტად ქაფიანი ლუდის დალევას შეძლებთ.
მას შემდეგ, რაც ქილა ნახევრად გაივსება „ბუშტებით“, თავსახური სრულად გაიხსნება და ქაფის ქვეშ ლუდის დასხმასაც შეძლებთ. დიახ, ასე ლუდის მსმელებს Nendo ოქროს შუალედს სთავაზობს…