15
Mar
2019

„ნეოგაზი“ მომხმარებელს მობილურ აპლიკაციას სთავაზობს

15 Mar 2019

ნეოგაზი“, მომხმარებელს, სპეციალურ მობილურ აპლიკაციას სთავაზობს. გაზგასამართი კომპანიის კომერციული დირექტორი ესმა ჩაჩანიძე ამბობს, რომ  სიახლის მიზანი კომუნიკაციის გამარტივებაა. „ნეოგაზის“ მარკეტინგის მენეჯერის სალომე ასლანიკაშვილის თქმით, აპლიკაცია სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიღებისა და უკუკავშირის საშუალებას იძლევა.

როგორც თავად ამბობენ, ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეულმა მომხმარებელმა, მოთხოვნის შესაბამისი პროდუქტი და მომსახურება მიიღოს.

ესმა  ჩაჩანიძე:  დაკვირვებამ გვაჩვენა, რომ კომუნიკაციის კიდევ უფრო გასამარტივებლად, საჭირო იყო ახალი პლატფორმის შექმნა, სადაც „ნეოგაზის“ მომსახურების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია იქნებოდა ხელმისაწვდომი. ზოგადად, ვცდილობთ, ფეხი ავუწყოთ ახალ ტექნოლოგიებს. სწორედ ამიტომ შევქმენით მობილური აპლიკაცია.

სალომე ასლანიკაშვილი („ნეოგაზი“-ს მარკეტინგის მენეჯერი): ამ პროექტის ფარგლებში, შეიქმნა მობილური აპლიკაცია, რომლის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი Android და iOS სისტემაზე მომუშავე მოწყობილობებიდან, იქნება ეს მობილური ტელეფონი თუ პლანშეტი. აპლიკაციის ფუნქციების დიდი ნაწილი ხელმისაწვდომია არაავტორიზებული მომხმარებლისთვის.  მათ შორის განსხვავება მხოლოდ აპლიკაციის ფუნქციებთან დაშვების დონეებია. ავტორიზებულ მომხმარებელს, განსხვავებით სტუმრისგან, გააჩნია წვდომა საკუთარი „ნეოქარდის“ მონაცემებთან, დაგროვილ ქულებთან და საჩუქრებთან.

M: რა სარგებელს მოუტანს ეს აპლიკაცია, პირველ რიგში, მომხმარებელს? ან რას მისცემს კომპანიას?

ე.ჩ. :  გაზგასამართ სადგურებს შორის, „ნეოგაზი” პირველი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მობილურ აპლიკაციას სთავაზობს. ამ სასიამოვნო სიახლესთან დაკავშირებით, ჩვენს ქსელში გათამაშდა „სმარტფონები“, რაც მომხმარებლებს გაუმარტივებს კომპანიასთან კომუნიკაციას. ხოლო ვისაც ჩვენი ბარათი, „ნეოქარდი“ აქვს, შეუძლია, „სმარტფონში“ ჩატვირთოს მობილური აპლიკაცია და ბარათის გარეშე მიიღოს სხვადასხვა მომსახურება, დააგროვოს ან გადაცვალოს ქულები.

ს.ა. : აპლიკაცია სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიღებისა და უკუკავშირის საშუალებას იძლევა. მაგალითად, აპლიკაცია მომხმარებელს უმარტივებს ნავიგაციას და  აძლევს საშუალებას მარტივად იპოვოს მისთვის სასურველი სადგური ინტეგრირებული Google Maps-ის გამოყენებით. მომხმარებელს ასევე შეუძლია: „ნეოქარდზე“ დაგროვებული ქულების რაოდენობის კონტროლი, ფასდაკლებისა და აქციის სტატუსის შემოწმება, საწვავის ფასების მონიტორინგი, საწვავის ჩასხმის ისტორიის ნახვა, გაზგასამართი სადგურების რუკისა და ჩამონათვალის ნახვა, უახლოესი სადგურის ჩვენება, სადგურების ფილტრაცია (სადგური მახასიათებლების მიხედვით: CNG საწვავი, LPG საწვავი, ელექტრო დამტენი, საპირფარეშო, ავტომობილის რეცხვა, ვულკანიზაცია და სხვა), ინფორმაციის მიღება სიახლეებისა და პრომო აქციების შესახებ, მომსახურებისა და აქციების შეფასების შესაძლებლობა, საჩუქრების ჩამონათვალის ნახვა, „ნეოგაზის“ პარტნიორი კომპანიებისა და მათი ფასდაკლებების შესახებ ინფორმაციის მიღება, ბარათის გატარების დროს მომსახურების შეფასება, სწრაფი კომუნიკაცია ცხელ ხაზთან – მარტივი კომუნიკაცია ერთი ღილაკით. დამატებითი ინფორმაცია კი „ნეოგაზი“-ს ვებ და Facebook გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ.

M: „ნეოქარდი“ ახსენეთ.  ეს ბარათი რის საშუალებას აძლევს მოხმარებელს?  

ე. ჩ. : „ნეოქარდი“ არის მუდმივი მოხმარების დაგროვებითი ლოიალობის ბარათი, რომელიც განკუთვნილია „ნეოგაზის“ ავტოგაზგასამართი სადგურების ერთგული მომხმარებლებისთვის. მისი საშუალებით, შესაძლებელია დახარჯული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილის უკან დაბრუნება, მომენტალური ფასდაკლების მიღება, უფასო კილომეტრების დაგროვება. მხოლოდ „ნეოქარდის“ მფლობელს ეძლევა შანსი, მიიღოს მონაწილეობა „ნეოგაზის“ ყველა წამახალისებელ აქციაში.

ს. ა. : „ნეოქარდი“ ინტეგრირებულია ჩვენს აპლიკაციაში და ბარათის ტარება აღარ არის საჭირო. მომხმარებელი გახსნის აპლიკაციას, გაატარებს „ნეოქარდს“, მიიღებს ფასდაკლებას და დაიგროვებს ქულებს. თანაც, ავტორიზაციას გადის „ნეოქარდის“ ნომრის და პირადი ნომრის მიხედვით, რაც იძლევა ბარათთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოტანის შესაძლებლობას და აპლიკაციაც შეძლებს იმავე ფუნქციების შესრულებას, რასაც ასრულებს „ნეოქარდი“. იდენტიფიცირებული მომხმარებლის პროფილის დიდი ნაწილი სწორედ „ნეოქარდის“ ფლობით და მასთან დაკავშირებული ფუნქციებით შემოიფარგლება.

M: რა არის ამ სერვისების შექმნის მიზანი?

ე. ჩ. : „ნეოგაზს“ აქვს ერთ-ერთი ყველაზე ფართო ქსელი, ფლობს 21 ავტო გაზგასამართ სადგურს და 13 მოძრავ სადგურს, ხოლო „ნეოქარდი“ პრიორიტეტის ბარათია, რომლითაც  მთელს ქსელში არის შესაძლებელი ფასდაკლების მიღება, თუ სხვადასხვა აქციაში ჩართვა. „ნეოგაზი“ ერთგულ მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობს სხვადასხვა სახის ფასდაკლებებსა და აქციებს,  „ნეოქარდი“ კი არის ერთგული მომხმარებლების ერთ სივრცეში შეკრების საშუალება.

ს.ა. : მობილური აპლიკაციის შეთავაზების მიზანი „ნეოგაზის“ მომხმარებლებისთვის თანამედროვე, მარტივად ხელმისაწვდომი, კომფორტული საკომუნიკაციო არხისა და მარტივი მექანიზმის შექმნაა, კომპანიის სერვისების გამოსაყენებლად. გზავნილიც შესაბამისი გვაქვს – „ნეოგაზი“ – შენი მობილური გაზგასამართი სადგური. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, სრულყოფილი მომსახურება მიიღოს.

[R]

განხილვა