ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ნეოგაზი” საზაფხულო სეზონს მომზადებული შეხვდა და მძღოლებს განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადა. აქცია დაიწყო 15 ივლისს და შეთავაზება იმოქმედებს ივლისის თვეში. აქციის ფარგლებში, ნეოგაზის კომბინირებულ სადგურებზე ყველაზე დაბალ ფასად შეძლებთ ბენზინისა და დიზელის საწვავის შეძენას.
ამით კომპანია შესაძლებლობას აძლევს ავტომფლობელებს, ზაფხულის აქტიური მიმოსვლები უფრო სასიამოვნო გახადონ და შეღავათით მიიღონ მაღალი ხარისხის პროდუქტი. საწვავი, რომელიც ნეოგაზის სადგურებზეა წარმოდგენილი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს აკმაყოფილებს და ასევე, საერთაშორისო სტანდარტებსაც ერგება. შესაბამისად, აქ წარმოდგენილია ევრო 5-ის შესაბამისი ევროდიზელის, რეგულარისა და პრემიუმის საწვავი.
ნეოგაზის ქსელი ამჟამად 6 კომბინირებულ სადგურს აერთიანებს საქართველოს მასშტაბით.
დასავლეთ საქართველოში ისინი მდებარეობს:
ქუთაისში – გუგუნას ქუჩის პირველ ნომერში.
ზესტაფონში – სოფელ არგვეთას მიმდებარედ.
სამტრედიაში – სანავარდოს ქუჩაზე.
აღმოსავლეთ საქართველოში კი ნეოგაზის სადგურები შეგხვდებათ:
ხაშურში – გორგასლის 30 ნომერში
მცხეთის რაიონში – სოფელ წეროვანთან
თბილისში – დ. აღმაშენებლის ხეივანზე 121 ნომერში
ბუნებრივი და თხევადი გაზის გარდა კომპანიის კომბინირებულ სადგურებზე რეგულარის, პრემიუმისა და ევროდიზელის საწვავის ჩასხმაცაა შესაძლებელი.
ნეოგაზი ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია ავტოგაზის მიწოდებისა და მომსახურების სფეროში. მას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და მუდმივად ცდილობს, მომხმარებლებს ხარისხიან მომსახურებასთან ერთად სხვადასხვა ტიპის შეღავათებიც შესთავაზოს, რაც ნებისმიერი ავტომფლობელისთვის მნიშვნელოვანია. ჯამში კომპანია 14 სტაციონარულ სადგურს ფლობს, რომელთაგან, როგორც აღვნიშნეთ, 6 კომბინირებულია. სამომავლოდ ბრენდი კიდევ აპირებს გაფართოებას და კომბინირებული სადგურების დამატებას.
[R]