in ,

“ნეოგაზი” ახალი ბრენდი ქართულ ბაზარზე

ნეოგაზი

საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ გაზგასამართი სადგურების ახალი ბრენდი “ნეოგაზი” შემქნა. 

ნეოგაზი“საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის ერთ-ერთი მიმართულება გაზის დისტრიბუციაა. მას ჰქონდა გაზის გასამართი სადგურები, თუმცა,  ერთ გაერთიანებულ ქსელს არ წარმოადგენდა. ახალი ბრენდის შექმნით ცვლილება სწორედ ამ მიმართულებით განხორციელდა. ყველა არსებულ თუ მომავალში ასაშენებელ გაზგასამართ სადფგურს “ნეო გაზი” გააერთიანებს”- ამბობს თეა ლომინაძე , კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

ახალი ბრენდის შექმნა არსებულმა კონკურენციმ გამოიწვია. კორპორაციაში ამბობენ, რომ გაიზარდა ბაზარი, თუ ადრე გაზს მხოლოდ ეკონომიის მიზნით იყენებდნენ, ნელ-ნელა ისეთი მომხმარებლებიც გაჩნდნენ, ვინც გაზს არა მხოლოდ საწვავთან შედარებით დაბალი ფასის გამო მოიხმარს.

“პროექტის ფარგლებში შეიქმნა  კონცეფცია, რომლის მიხედვითაც მოხდება ახალი სადგურების აშენება და უკვე არსებულის გაადაფუთვა.  ეს იქნება პირველი სიახლე. საერთოდ ჩვენი მთავარი მიმართულებაა მუდმივი სიახლე. შევთავაზებთ მომხმარებელს სხავდასხვა აქციებს. ახალი კონცეფცია კომპანია “Branding.ge”-ს ეკუთვნის. ავირჩიეთ ლურჯი, როგორც სოლიდურთან და ლიდერთან და მწვანე ეკოლოგიურ სისუფთავესთან ასოცირებული ფერები. თავად ფერთა გრადაციით გვინდა მოვახდინოთ მოძრაობის პოზიციონირება. დინამიკაზე მიუთითებს   ლოგოტიპიც – ისარი. რაც შეეხება ბრენდის მნიშვნელობას, გვსურს მომხმარებელი აღიქვამდეს არა მხოლოდ  როგორც ეკონომიურ პროდუქტს, არამედ,  პრიორიტეტი მიანიჭოს, როგორც ეკოლოგიურად სუფთას”,- ამბობს თეა ლომინაძე .

უკვე ახალი ბრენდის “ნეოგაზის”  შემადგენლობაში 25 გაზგასამართი სადგურია. აქედან 7 დედაქალაქში, დანარჩენი კი  სხვადასხვა რეგიონში, კახეთში მაგალითად, რამდენიმე წერტილია,რადგან აქ ბევრი მომხმარებელია.

მომავალში, ქსელს 7 ობიექტი დაემატება. პროცესი  გასულ წელს,  დეკემბრის ბოლოს პირველი განახლებული სადგურის (ვაკე-საბურთალო) გახსნით დაიწყო და  მომდევნო წელს დასრულდება.

ახალი ბრენდი ნეოგაზიკონკურენტულ გარემოში მომხმარებლისთვის ერთ-ერთი განმსაზღვრელი, როგორც წესი, ფასია.  “ნეოგაზის” პროდუქტის კუბური მეტრის ღირებულება 1 ლარი და 10 თეთრია.  ერთ-ერთ კონკურენტ კომპანიაში 1 ლარი და 05 თეთრი. თეა ლომინაძე ამბობს, რომ ბაზარზე   1 ლარი და 10 თეთრი სტანდარტული ფასი იყო, უკანასკნელი რამდენიმე დღეა კონკურენტმა კომპანიამ გააიაფა პროდუქტი. მისი თქმით,  როცა კონკურენცია ფასის დონეზე მიდის, საბოლოოდ მომხმარებელი რჩება მოგებული და მეტ -ნაკლებად საერთო ფასი მკვიდრდება ბაზარზე. თუმცა, საუბარი იმაზე, დაიკლებს თუ  არა “ნეოგაზის” პროდუქტზე ფასი, არ არის. თეა ლომინაძე ამბობს, რომ ფასს მოთხოვნა-მიწოდება არეგულირებს. მას  განაპირობებს ბაზრისა და კონკურენციის ზრდა და ამ მხრივ ხელოვნური აპელაცია არ მოხდება.

“ნეოგაზის” წარმომადგენლები ამბობენ, რომ საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვთ. სურთ საქართველოში გაზის ინსუდსტრიაში წამყვანი ლოკალური ბრენდი შექმნან.

“კონკურენცია საკმაოდ დიდია, ამ ბაზარზე არიან ისეთი მოთამაშეები, როგორიც “სოკარი” და “ვისოლია”. თუმცა, ჩვენი უპირატესობა ისაა, რომ 20 წელია ვარსებობთ. ახლა  კი “ნეოგაზი” არის ქსელი, რისი პრეცედენტიც  გაზგასამართი სადგურების ბიზნესში არ არსებობს და ამ კუთხით გვაქვს უპირატესობა.  ჩვენი ბრენდი გულისხმობს თანამედროვე ტექნოლოგიებს, პროდუქციისა და მომსახურების მაღალ ხარისხს. აღებული გვაქვს “აისო “ სერტიფიკატი. მომხმარებელს მაღალი ხარისხისა და სტაბილურ მომსახურებას ვთავაზობთ. იცით, რომ  გაზით დატენვისას მანქანიდან უნდა გადმოხვიდეთ, ამ პერიოდში მომხმარებელს ვთავაზობთ ყავას, ვცდილობთ ადგილზეც ისეთი პირობები შევუქმანთ, ჩვენი პროდუქტის მოხმარება ყველანაირად მისაღები იყოს.  კომფორტული მომსახურების გამო თუნდაც,  ფასში არსებული მცირე განსხვავებაც უღირდეს. გარდა ამისა, ლოიალობის მოპოვების კუთხით,  გაზგასამართი სადგურების ბაზარზე მხოლოდ ჩვენთან მოქმედებს  “უნიქარდის” ბარათზე დაგროვებითი სისტემა. გარეგნული იერსახით თუ პროდუქტის ხარისხითა და მომსახურებით გვინდა ამ ბიზნესში მაღალი დონე და სტანდარტი დავამკვიდროთ”- ამბობს თეა ლომინაძე.

კომუნიკაციის კუთხით, “ნეოგაზის”  ბრენდი არც ისე აქტიურია.  ერთადერთი შემთხვევა “უნიქარდთან” დაწყებულ აქციას უკავშირდება.  თეა ლომინაძე ამბობს, რომ გაზაფხულზე, როცა გარკვეული რაოდენობის გაზგასამართი სადგურების გადაფუთვა მოხდება, მასშტაბური სარეკლამო კამპანიაა დაგეგმილი და ასე წარუდგენენ  ბრენდს ფართო საზოგადოებას. ეს არის ჯერ-ჯერობით, ერთადერთი  კონკრეტული დაგეგმილი  ნაბიჯი კომუნიკაციის კუთხით.

რას ნიშნავს ფული თქვენთვის?

ACT კვლევა

ACT კვლევა სახელს იცვლის