დღეს მინიმალისტური დიზაინი ბრენდებსა თუ მათ შეფუთვებში ძალიან პოპულარულია, მაგრამ ეს საქმე იშვიათად თუ კეთდება სწორად… ამიტომ, ახლა ზუსტად იმ დიზაინს გაჩვენებთ, რომელიც სწორად იზიარებს მინიმალისტური სტილის მახასიათებლებს. Neolea ხელით დაკრეფილი ზეთისხილისგან ამზადებს ზეთს, ითვალისწინებს, რომ ბრენდი სხვებისგან უნდა გამოირჩეოდეს, თავის უნიკალურ მახასიათებლებს გამოხატავდეს და მუდმივად ფუნქციონირებდეს, რათა აჩვენოს, რომ კომერციულად რელევანტურია.
სწორედ ამიტომ შექმნა Snow Donuts-ის კრეატიულმა სააგენტომ Neolea-ს ახალი ხაზი მგრძნობიარე წვეთოვანი ლოგოთი. თუმცა ეს ფორმა ზეთისხილის ფოთლის ჩრდილებიდან მიღებულ ინსპირაციასაც ეხმიანება… აჩვენებს, რომ ბრენდებს თავიანთი გემოვნების გამოხატვა და დეტალებზე ყურადღების გამახვილება უყვართ. თანაც, ეს ხაზი ნამდვილად გაგრძნობინებთ, რომ ყველაფერს ერთი დნმ აქვს, თუმცა ვაღიაროთ, მათ შორის პატარა 100-მილიგრამიანი შეფუთვა ყველაზე საყვარელია…
სუფთა & ახალი
დიახ, ეს ორი მახასიათებელი არის ის, რაზეც Neolea ყურადღებას ამახვილებს და სწორედ ამის გამოა ბოთლები თეთრი ფერით დაფარული, ის მის ძვირფას შიგთავსს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავს.
ზეთისხილის მოგზაურობა
მოსავლის აღება გვიან შემოდგომაზე იწყება, როცა ზეთისხილი მომწიფებას იწყებს. საინტერესოა ისიც, რომ Neolea-ს ზეთი Koroneiki-ს ზეთისხილებიდან მიიღება, რომელსაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფერმერები ხელით კრეფენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ უკვე შეუძლიათ ბერძნული სუფთა ზეითუნის ზეთის წარმოება. ამასთან, ზეთზე დიდი გავლენა აქვს მოსავლის დროს, ტემპერატურას, ამინდს, მოსავლის რაოდენობას, რაც ნოემბრამდე გრძელდება. ხეები კი ველური არომატული მცენარეებითაა გარშემორტყმული და ინოვაციურ მოპოვების პროცესთან ერთად, Neo ხარისხის სტანდარტსაც განსაზღვრავს…
Neolea-ს მინიმალისტური დიზაინი წარმოდგენილია 100, 250, 500 და 750-მილიგრამიან შეფუთვებში.