in

მეცნიერებმა 5700 წლის წინ მცხოვრები ქალის სახე აღადგინეს

პრეისტორიული ქალის სახის რეკონსტრუქციას მალაიზიის Universiti Sains-ის კვლევა გვაჩვენებს. ვარაუდობენ, რომ „პენანგელი ქალი“ ახლანდელ მალაიზიაში დაახლოებით 5700 წლის წინ ნეოლითის ან ახალი ქვის ხანის დროს ცხოვრობდა. თუმცა, ქალის სრული ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია… რაც შეეხება სახელს, სწორედ იმიტომ დაერქვა, რომ იგი ჩრდილო-დასავლეთ მალაიზიაში, პენანგის ნეოლითური ადგილის გათხრების დროს აღმოაჩინეს. 

M2
M2

სავარაუდოდ, ეს ქალი 30-35 წლისას უნდა გარდაცვლილიყო. დაახლოებით 150 სმ სიმაღლის იყო. ჩონჩხის ქსოვილზე ჩატარებულმა კვლევამ კი აჩვენა, რომ იგი უამრავ ცილას იღებდა, რისი წყაროც ზღვასა და მდინარეებში მოპოვებული საკვები უნდა ყოფილიყო. სახის მახასიათებლებიდან გამომდინარე კი ფიქრობენ, რომ ეს ქალი შერეული, ავსტრალომელანეზიელი და მონღოლური წარმოშობის იყო. რადიოკარბონის დათარიღებამ ისიც კი აჩვენა, რომელ ეპოქაში შეიძლებოდა ეცხოვრა მას…

ამ პროცესებში კომპიუტერული ტომოგრაფიაც აქტიურად გამოიყენეს. 

დამატებით, ჩვენ ვირტუალური დონორები გამოვიყენეთ სტრუქტურით, რომელიც ახლოს იყო თავის ქალასთან, იქამდე გავაგრძელეთ მცდელობები, სანამ იგი თავის ქალას არ მოერგო. მთელი ამ ჯვარედინი მონაცემებით კი, გვაქვს წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს მისი სახე, — ამბობს სისერო მორაესი, გრაფიკის ექსპერტი. 

დიახ, სწორედ მეცნიერთა დამსახურებაა ის, რომ თქვენ იცით, როგორი ვიზუალი შეიძლებოდა ჰქონოდა ქალს, რომელიც 5700 წლის წინ ცხოვრობდა…

ნახეთ: Pray Coffee Bar-ის ჯაზით შთაგონებული დიზაინი

რიკი და მორტი God of War-ის თამაშის ცხრა სამეფოში მოგზაურობენ