in

Neon Warrior ახალ ალბომზე და ბუნებასთან კონტაქტის მნიშვნელობაზე

მუსიკოსის ალბომი 5 ნოემბერს CES Records-ზე გამოვიდა


ნოემბრის დასაწყისში CES Records-მა მსმენელი კიდევ ერთი ახალი რელიზით განებივრა – ლეიბლზე ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსის გოჩა ანიაშვილის, იგივე Neon Warrior-ის ახალი ალბომი, Botanical Garden გამოვიდა. გოჩა უკვე რამდენიმე წელია მუსიკას აქტიურად აქვეყნებს, მისი რელიზები გამოსულია რამდენიმე უცხოურ ლეიბლზე, ახალი ალბომი კი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მის პირველ სტუმრობას და იქაურ გამოცდილებას ეხება:

გოჩა მოგვიყვევი  შენს შესახებ, მუსიკასთან პირველი ურთიერთობა როგორ დაიწყო?

ბავშობიდან ძალიან მიყვარდა მუსიკა და ვცდილობდი ყოველთვის ისეთი მუსიკა მომესმინა, სადაც ელექტრონიკა უფრო ფიგურირებდა. ბავშობაში პირველად მსგავსი ჟღერადობით Kraftwerk-ს მოვუსმინე, რომელიც მამაჩემმა მომასმენინა – ამან პირველად შემიცვალა წარმოდგენა მუსიკაზე. შემდეგ შემთხვევით ჩემმა მეგობარმა კომპიუტერში ჩამიწერა პროგრამები – FL Studio 9 და Traktor. თავიდან ძალიან გამიჭირდა საერთოდ გამეგო რა რას აკეთებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ალღო ავუღე. ამ დროს ჩნდება ჩემ ცხოვრებაში ჯონ ქეიჯი, რომელმაც კიდევ ერთხელ შეცვალა ჩემი წარმოდგენა მუსიკაზე და მიმახვედრა თუ საით უნდა წავსულიყავი და რა უნდა მეკეთებინა. ჯონ ქეიჯმა განაპირობა ჩემი მუსიკალური ხედვაც და სტილიც. ამის შემდეგ დავიწყე უკვე სერიოზულად მუშაობა, თავიდან ვაკეთებდი უამრავ რამეს, ძირითადად იმის მიხედვით, თუ რას ვუსმენდი, ბევრი არტისტის გავლენას განვიცდიდი მაშინაც და ეხლაც.

 

საიდან წამოვიდა სახელი Neon Warrior და აქვს თუ არა რამე კავშირი კომპიუტერულ თამაშთან?თავიდან საერთოდ სხვა სახელით დავიწყე მუსიკის კეთება, მაშინ უფრო Boards Of Canada-ს გავლენას განვიცდიდი, არ ვიცი რატომ, მაგრამ Floyd-ის სახელით ვაქვეყნებდი მუსიკას, ეს უფრო სკოლის პერიოდი იყო. შემდეგ გადავწყვიტე, რომ სახელი შემეცვალა. ერთ-ერთ წვეულებაზე, ძალიან არაფხიზელი ვიყავი და განათებას ვუყურებდი და ამ განათებაში დავინახე სილუტი და თავში პირველი ეს მომივიდა – Neon Warrior და ძალიან ჩამრჩა გონებაში ეს სახელი. მაშინ ძალიან ბევრს ვკითხულობდი ტიმოთი ლირიზე, სადაც იგი ხსნიდა თუ რას ნიშნავდა Cyberpunk და ამ გავლენით შევქმენი ეს სახელი, თან აქ ისეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება, კაპიტალიზმს და სისტემას თუ არ ებრძოლე სამყარო ჩაგყლაპავს…

 რომელი მუსიკოსები ახდენენ შენს შემოქმედებით პროცესზე გავლენას დღესაც?ძალიან ბევრი არტისტია, რომელიც ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩემზე. იდეაში უფრო ის არტისტები, რომლებსაც ყოველდღიურად ვუსმენ, მაგრამ როგორც ზემოთ ავღნიშნე, პირველი იყო ჯონ ქეიჯი, რომელის გავლენასაც დღემდე ვგრძნობ, ასევე Aphex Twin, Psychic TV, Kraftwerk, Autechre, Depeche Mode, Biosphere, William Basinski, The Black dog, Kid606, Boards Of Canada, Tim Hecker, Function, Prurient, Burial, Shackleton, Varg, Croatian Amor, Placebo, ასევე ქართველი მუსიკოსებიც: Nikakoi, Tete Noise, Me And My Monkey, Kung Fu Junkie და ა. შ. ძალიან ბევრია…

გახსოვს ის პერიოდი როცა დაინტერესდი მუსიკის წარმოების პროცესით? პირველი ტრეკის შექმნის პროცესი?   თავიდან ძალიან უცნაურ მუსიკას ვაკეთებდი, 20-40 წამიან ჩანაწერებს, რაც იდეაში უფრო გავდა Dubstep-ს, ძირითადად ლეიბლ Deep Medi Musik-ის ჟღერადობას, შემდეგ დავიწყე ექპსერიმენტების კეთება, რაც ძალიან საინტერესო პროცესი იყო, მუსიკაზე მუშაობისა ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებდი და ვიღებ დღესაც.

როგორი იყო შენი გზა CES Records-ამდე? რა ფორმით ცდილობდი საკუთარი მუსიკის წინ წაწევას?

CES Records-მდე ძალიან უცნაური გზა გავიარე, თავიდან საერთოდ არ ვფიქრობდი რომ მუსიკა სადმე უნდა დამერელიზებინა, უბრალოდ ვაკეთებდი და Soundcloud-ზე ვტვირთავდი, ან საერთოდ არ ვტვირთავდი და უბრალოდ ვინახავდი, სანამ არ გავიცანი She Raptor – ჩემი მენეჯერი, რომელმაც ხელი შემიწყო რომ მეზრუნა ტრეკების დარელიზებაზე. თავიდან უხერხულად ვიყავი, არ ვიცოდი რამდენად მინდოდა ამ ძალიან პირადული ტრეკების ოფიციალურად გამოქვეყნება, ან რამდენად იმუშავებდა ეს რელიზები, ცოტა ეჭვის თვალით ვუყურებდი, რამაც 1-2 წელი წაიღო, შემდეგ გავიცანით ერთი მუსიკოსი, იორგი,  რომელიც მექსიკაში ცხოვრობდა და ქონდა თავისი ლეიბლი Secuencias Temporales, მანდ გამოვუშვი პირველი EP „Persian Indigo  2019 წელს  შემდეგ იყო გერმანული ლეიბლი Obseqvivm Records, სადაც გამოვიდა ჩემი პირველი ალბომი “Nemesis” 2020 წელს.

შემდეგ რამოდენიმე თვეში გავიცანი პოლონელი არტისტი სიდი და იმავე წელს გამოვუშვი მეორე ალბომი Solemne Records-ზე “ცადამყვანი”, ასევე ამ ლეიბლზე გამოვუშვი კიდევ რამდენიმე ტრეკი 2020 და 2021-ში.   ბოლოს კი CES Records-მდე გამოვუშვი EP  “Nervous System” ჩემ საყვარელ ჩილეურ ლეიბლზე, რომელიც მივუძღვენი ჩემ მეგობარს Kulibaba-ს.

მოგვიყევი ისტორია თუ როგორ მოხდა CES Records-სთან დაკავშირების გზა? ვინ აღმოაჩინა შენი მუსიკა და რა ფორმით?

ჩემი ამ ლეიბლთან კონტაქტი დაიწყო ნასტიათი, რომელიც გავიცანი ბარში მუშაობისას, მაგრამ ჩემი მუსიკის შესახებ დიდხანს არ იცოდა, სანამ ნიკა მაჩაიძემ არ მოუსმინა ჩემ ტრეკებს და პანდემიაში ნიკამ ნასტიას არ მოასმენინა… ასე აღვმოვჩდი CES Records-ზე. თავიდან შევთახდმით, რომ რამოდენიმე ტრეკი უნდა გამეკეთებინა, ჯერ არ ვიცოდით რა იქნებოდა, 1-2 კვირაში გაავკათე ახალი ტრეკები და დავამატე რამდენიმე ძველ ტრეკს, რომელიც ბოტანიკურ ბაღში ყოფნის შემდეგ დავწერე 2020 წელს.  ნასტიას მოეწონა და გადავწყვიტეთ დაგვერელიზებინა, რისთვისაც კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მასლობა მას!

შემდეგ ნიკას გაუჩნდა იდეა გაგვეკეთებინა ვიდეოები ალბომისთვის, რომელზეც თავად ნიკამ იმუშავა, რომლის გადაღების პროცესი იყო ძალიან სასიამოვნო, მეორე კლიპი კი გრაფიკული ნამუშევარია ალბომის მთავარ სინგლზე, ნიკა როგორც მხატავარიც უდიდესია!… და ბოლოს, როდესაც ალბომის დამასტერებაზე მიდგა საქმე ძალიან დიდი პრობლემა შეგვექმნა, კომპიუტერიდან გაქრა ალბომის პროექტები, ძალიან ვინერვიულე, მაშინ ვფიქრობდი საერთოდ ახლიდან გამეკეთებინა ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან დაგვეხმარა გიორგი ქორიძე, რომელმაც შეძლო და ბევრი შრომის შემდეგ მთელი ალბომი მაინც დაამასტერა და შემდეგ გამოვუშვით ალბომი, რომლის პრეზენტაციაც მოხდა 6 ნოემბერს,  Mutant Radio-ში.

შენი ბოლო ალბომი ბათუმის ბოტანიკურ ბაღს ეძღვნება – რა ემოციური კავშირი გაქვს ამ ადგილთან?

ალბომი მთლიანად აგებულია ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მიღებულ ემოციებიზე. ეს ალბომი მთლიანად ადამიანსა და ბუნებას შორის არსებულ კავშირს ეხება, რომელიც, სამწუხაროდ, ადამიანებმა დაივიწყეს და გამოყენების შემდეგ დაიწყეს მისი განადგურება, რაზეც ბუნება სიჩუმით გვპასუხობს… ეს ალბომი არის ჩემი კონტაქტი ბუნებასთან გადმოცემული მუსიკით. 2020 წელს პირველად ვიყავი შავ ზღვაზე (რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს) და ერთი კვირის განმავლობაში ბოტანიკური ბაღიდან არ გამოვსულარ… შეიძლება ითქვას, რომ ალბომი არის ბუნებაზე, ეკოლოგიასა და ანტიკაპიტალიზმზე.  კაპიტალიზმმა შთანთქა ყველაფერი, ბუნება, სიმწვანე, ფაუნა და დაიწყო რკინის ჯუნგლების აგება, ხალხი დაიკარგა ამ ბეტონში… ბუნებას აღარავინ აქცევს ყურადღებას, არადა ჩვენც ჩვეულებრივად ბიოლოგიური ჯაჭვის ნაწილი ვართ და მის გარეშე არ ვარსებობთ. ჩემი აზრით, ბუნებასთან კონტაქტი უნდა აღვადგინოთ, ჩვენ ყველანი შამანები უნდა ვიყოთ. ეს ალბომი გავს ტყეში შესულ სულიერად და ემოციურად განადგურებულ ადამიანს, რომლის ბნელი ტონებიც ამ მისტერიას გამოხატავს.

შენს ორ კლიპზე ნიკა მაჩაიძემ იმუშავა – როგორი იყო შენთვის ეს გამოცდილება და სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

ბავშობიდან ძალიან მიყვარდა ნიკას მუსიკა და სულ მინდოდა მასთან თანამშრომლობა. რომ გავიგე რომ მას უნდა გადეღო კლიპი ძალიან გამიხარდა, ალბათ ყველაზე კომფორტული ადამიანია ვისთანაც მიმუშავია. სიცივეში წყალში ჩაწოლაც განსაკუთრებული გამოცდილება იყო, რომელსაც ვერასდროს ვერ შევძლებდი მანამდე, მაგრამ ამ ყველაფრისთვის ღირდა. სამომავლოდ ვაპირებ გამოვუშვა ახალი მუსიკა, ოღონდ შემდეგში უფრო Noise მუსიკაში ვგეგმავ ექსპერიმენტებს.

 


პირველად საქართველოში: „შატო მუხრანი“ მსოფლიოს 100 საუკეთესო ვენახს შორის 58-ე ადგილს იკავებს

შავი პარასკევის უპრეცედენტო აქციების კვირა დაიწყო!