ჰელოუინისთვის საშიში ურჩხულის, ან ვამპირის ფორმის მაგიერ კალიფორნიელმა ფოტოგრაფმა, Hutain Royce-მა თავის ორი წლის შვილს ნეონებით გაწყობილი ტანსაცმელი ჩააცვა. სიბნელეში ნეონის კოსტუმი ანათებს და შთაბეჭდილება რჩება თითქოს ჯოხები მოძრაობენ.
“საღამოს არაფერს ვაკეთებდი, ბავშვს ვიდეო გადავუღე და Youtube-ზე ავტვირთე. ზუსტად ორ დღეში ვიდეომ სამი მილიონი ნახვა დააგროვა და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.” – Hutain Royce.
თუ ჯერ კიდევ ვერ მოიფიქრეთ რა ჩაიცვათ ჰელოუინზე, შეგიძლიათ ცოტა თქვენ თვითონ იწვალოთ და ნეონის ფორმა შეკეროთ, რომელიც არავის ექნება და იქნებ თქვენი ვიდეოც ვირუსივით გავრცელდეს.