in

Nescafé გვიზიარებს, როგორ ვიზრუნოთ სამყაროზე ყავის მომზადებისას

Nescafé-ს კამპანია ამჯერად არამხოლოდ შესანიშნავი ყავის მომზადებას ეხება, არამედ ამ პროცესში ენერგიის დაზოგვაზეც მიგვითითებს. კამპანიას 80°C – Make Your World-ის სახელით გვაცნობენ და გლობალურ მოგზაურობაში მივყავართ, გვიზიარებენ, როგორ ამზადებენ დილით ყავას სხვადასხვა კულტურაში მცხოვრები ადამიანები… მათ ერთი რამ აერთიანებთ — ყავას, ჩვეულებრივ 100 გრადუსის ნაცვლად, 80 გრადუსზე ამზადებენ.

BOG

ამგვარად, ნესკაფეს გლობალური ცვლილებები სურს. აქვე სტატისტიკასაც გვაცნობენ, რომ მსოფლიოში ყოველ წამში 5700 ჭიქა ყავას სვამენ. ახლა კი წარმოიდგინეთ, თითოეული რომ უფრო ნაკლები ენერგიის გამოყენებით დავამზადოთ, რამხელა შედეგს მივიღებთ… — სწორედ ეს სურს ნესკაფესაც.

გამოდის, თუ მადუღარას 80 გრადუსზე გააცხელებთ, მნიშვნელოვნად შეამცირებთ ენერგიის მოხმარებას, უფრო თვალსაჩინო რომ იყოს, ასე ყოველწლიურად 15.9 კილოვატ ენერგიას დაზოგავთ და ეს სულაც არ გახლავთ ზღვაში წვეთი.

ნესკაფეს კამპანიაზე სააგენტო Courage-მა იმუშავა. 

Catena-ს ბრენდინგი მეღვინეობის ისტორიას აცოცხლებს

კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსზე განაცხადების მიღება გრძელდება