ყავის ბრენდმა “Nescafe”-მ ახალი სახუმარო და ამავდროულად რეალისტური სარეკლამო რგოლი გადაიღო. ვიდეოზე სააგენტო “Artificial Group x Publicis”-მა იმუშავა, რეჟისურა სააგენტო “Menzkie”-ეს ეკუთვნის.
რეკლამაში ყოველდღიური და ძალიან ნაცნობი სიტუაციებია: როდესაც პარკი იხევა და ყველაფერი ქუჩაში იყრება, სამსახურის კომპიუტერი იჭედება, ფეხსაცმელს ქუსლი უფუჭდება. ამ ყველა უბედურებას კადრსგარე ტექსტი უფრო მძაფრს ხდის: “ეს ფილმი მათთვისაა, ვისაც მთელი დღე ჩაუშხამდა”, “ამ დღეს ნუ მიხსენებთ”, “სამყარო ჩემს წინააღმდეგაა”, “რა დავაშავე?!”, “ამდენს უკვე ვეღარ გავუძლებ” – და თუ თქვენი დღე ისეთივეა, როგორიც მაღლა ჩამოთვლილი, მაშინ კრეატორები მარტივ გამოსავალს “Nescafe Classic 3 in 1”-ს გთავაზობენ. იქიდან გამომდინარე, რომ სახლში თუ სამსახურში ჭიქა ყავა დასვენებასთან და “გადატვირთვის ღილაკთან” ასოცირდება, შეიძლება ითქვას ნესკაფე მომხმარებელს ნაცნობ ხერხს სთავაზობს, თუმცა დღის თავიდან დაწყების იდეა ძალიან მომხიბვლელად ჟღერს.
შეაფასეთ, ნესკაფეს წარუმატებლობის თავიდან ასაცილებელი რეცეფტი