დარწმუნებული ვარ, ყველას ერთხელ მაინც გინახავთ საგულდაგულოდ გასუფთავებულ, ეტიკეტიან ან ეტიკეტმოშორებულ ყავის ქილებში ჩაყრილი სანელებლები… Nescafé Coffee Canada-ს უახლესი კამპანია სწორედ ამ მრავალფეროვნებას აღნიშნავს და მომხმარებლებს ჭურჭლის გამოყენების სხვადასხვა გზას ასწავლის.
ომრი კოენის რეჟისორობით შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმი ნესკაფეს ქილიდან ბოლო კოვზი ყავის ამოღებით იწყება. მისი გარეცხვის შემდეგ კი მაკარონის ან სხვა პროდუქტის შესანახად გამოიყენება. თუმცა ეს არ არის ერთადერთი, რისთვისაც ქილის გამოყენება შეიძლება — ის ითავსებს ყულაბის, სანთლის სათავსოს და ყვავილების ვაზის ფუნქციას.
ყოველი ცარიელი ქილა სავსეა შესაძლებლობებით
„Nescafé-ში გლობალურ მიღწევებს პლანეტაზე მდგრადი ცვლილებების დასანერგად ვიყენებთ. ჩვენი ყავის ქილის ხელახალი გამოყენების უბრალო აქტი არის ქმედება, რომელსაც ადამიანები მრავალი წელია, მთელ მსოფლიოში აკეთებენ“, — ამბობს კარმ დასილვა, Nestlé Coffee Canada-ს ვიცე-პრეზიდენტი.