Nescafé გეოგრაფიულად ამბიციური სარეკლამო კამპანიის გზას დაადგა — მის ფარგლებში მწარმოებლები სამ კონტინენტზე მოგზაურობდნენ 22 დღის განმავლობაში, რათა ფინჯანი ყავის მარტივი პროცესის კულტურული ნიუანსი შეესწავლათ. იმ შეფასებით შთაგონებული კამპანია, რომ ყოველ წამს 5 500 ფინჯან ყავას სვამენ მსოფლიოში, აღნიშნავს, თუ როგორ დაიმკვიდრა ბრენდმა სახელი.
„ეს ნესკაფეს წარმოუდგენელ შესაძლებლობას აძლევს, არა მხოლოდ ადამიანებთან დასაკავშირებლად, რომლებსაც უკვე მოსწონთ ჩვენი ბრენდი, არამედ ამ სიყვარულის მარკეტინგულად გამოსაყენებლად“, — განაცხადა Nestlé Canada-ს სასმელების ვიცე-პრეზიდენტმა, კარმ დასილვამ.
კამპანიაზე კრეატიულმა სააგენტო Courage-მა იმუშავა. მისი თანადამფუძნებელი და კრეატიული ხელმძღვანელი აღნიშნავს: „Nescafé ის ბრენდია, რომლითაც გავიზარდე. მისი არომატი მაშინვე მაბრუნებს იმ დროს, როცა დედაჩემი სახლში ყავას ამზადებდა და ეს გემრიელი სუნი მთელ სახლში ტრიალებდა. როდესაც მომხმარებლებს ვესაუბრებოდით, აღმოჩნდა, რომ ყველას ჰქონდა ამ ბრენდთან დაკავშირებული მოგონებების საკუთარი ვერსია. ამიტომაც, საინტერესო იყო, რას აკეთებენ სხვადასხვა კულტურაში განსხვავებულად“.













