in

მანიკა ასათიანი NESCAFE GOLD-ის სარეკლამო სახე გახდა

მანიკა (მარიამ) ასათიანი, პოპულარული ხსნადი ყავის NESCAFÉ GOLD-ის სარეკლამო სახე გახდა საქართველოში. ამის შესახებ ინფორმაცია მან თავად გაავრცელა ინსტაგრამზე სარეკლამო კამპანიის ფოტოს და ვიდეოს გაზიარებით.

 

„ძალიან მიხარია, რომ ჩემთვის საყვარელი ბრენდის – NESCAFÉ GOLD-ის სახე გავხდი!“

https://www.instagram.com/p/B2ydQutHwoO/?igshid=5e3gsaxfcm8g&fbclid=IwAR0j_EEs6rB-RTwe48WtYzd1d4qL2ExpQRiY6bOZjkvGshi0AbjtV22S7Us

NESCAFÉ GOLD_ის ახალი სარეკლამო რგოლი ტელეეკრანებსა და ინტერნეტსივრცეში 20 სექტებრიდან გამოჩნდა.

რაც შეეხება კამპანიის შინაარსს, კომუნიკაცია მოგვიწოდებს, რომ გავიხსენოთ მნიშვნელოვანი მომენტები ჩვენი ცხოვრებიდან. ასევე, გვაჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია, არ გავწყვიტოთ კავშირი იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ. ცხოვრების სწრაფი რიტმი ხშირად არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მათთან ურთიერთობით ვისიამოვნოთ.

კომპანიის ინფორმაციით, NESCAFÉ GOLD -ის დამზადებისას ინოვაციურ რეცეპტს იყენებენ – ახალ ტექნიკას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ყავის 10-ჯერ უფრო წმინდად დაფქვა. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ ყავის მარცვლის ღრმა და სრულყოფილი გემო შეიგრძნოთ.

[R]

ავეჯის ამერიკული ბრენდი Ashley HomeStore საქართველოში პირველ შოურუმს ხსნის

თბილისში ახალი სივრცე “1918 დილა” იხსნება