in ,

ONLINE თუ OFFLINE? – ნესკაფეს გამოწვევა “ახლო მეგობარი” მეგობრობას ონლაინ სივრციდან ისევ რეალურ სამყაროში აბრუნებს

არავისთვის არის საკამათო, რომ სოციალური ქსელები რეალურ ურთიერთობებს თანდათან ანაცვლებს. ეს უკვე აღარ არის საფრთხე, ეს ფაქტია. ამ თემის ირგვლივ ხშირად მიმდინარეობს მსჯელობა, მაგრამ ნესკაფე არის პირველი ბრენდი, რომელიც პრობლემას კამპანიით დაუპირისპირდება.

გამოწვევა „ახლო მეგობარის” მიზანია მეგობრები კიდევ უფრო დაახლოვოს ერთმანეთს, მოწყვიტოს ისინი ინტერნეტ სამყაროს ცოტა ხნით მაინც და შეკრიბოს მყუდრო, მეგობრული საღამოს გასატარებლად ფინჯანი ყავის თანხლებით. კამპანია Really Friends/ახლო მეგობარი შეეცდება შეამციროს დისტანცია მეგობრებს შორის და „ნიუსფიდის“ თვალიერების ნაცვლად, წაახალისოს ისინი, რომ პირადად მოინახულონ „ახლომდებარე“ მეგობრები. კამპანიის გმირად შერჩეულია ზურა ბალანჩივაძე რადგან შეიძლება ითქვას, რომ ის ფაქტობრივად სოც. მედია სივრცის ბინადარია. ზურა სტუმრად ეწვია თავის მეგობრებს 2 ფინჯანი ყავით ნესკაფე და სრულიად მოულოდნელი და საინტერესო გამოცდილება მიიღო, მიიღო შთაბეჭდილებები, რომელთა მიღებაც მონიტორის და ტელეფონის ეკრანიდან უბრალოდ შეუძლებელია. ნესკაფეს პროექტის „ახლო მეგობრების” მიზანია გაახალისოს, განაახლოს და შთააგონოს მეგობრები, მოწყვიტოს ისინი ვირტუალურ სივრცეს და აჩვენოს რეალური ურთიერთობების უპირატესობები.

ახლო მეგობრები და რეალური ურთიერთობები ყავა ნესკაფესთან ერთად! მეგობრობა ეკრანის გარეშე/მონიტორს მიღმა – ასეთია კომპანია ნესტლეს  კრეატიული კამპანიის ლაიტმოტივები. ნესკაფეს ახალი პროექტის მიზანია მოწყვიტოს მეგობრები ვირტუალურ სივრცეს და აჩვენოს მათ რეალური ურთიერთბების უპირატესობები. კამპანიის წარდგენამ 12 ოქტომბერს, „ეზო“-ში მყუდრო და თბილ ვითარებაში ჩაიარა. ღონისძიებას ესწრებოდენენ კამპანიის მთავარი გმირი, ზურა ბალანჩივაძე და მისი  მეგობრები, ასევე მედია წარმომადგენლები.

საქართველო ამიერკავკასიაში პირველი ქვეყანაა, სადაც „Really Friends“ კამპანია ხორციელდება. პირველად კამპანია 2013 წელს საფრანგეთში დიდი წარმატებით ჩატარდა და შემდეგ ძალიან ბევრმა ქვეყანამ აიტაცა.

როგორი იყო TedxTbilisi 2017

ყოველდღიურობით მობეზრებული ცხოველთა მეფე – Mercedes-Benz-ს ორიგინალური ვიდეორგოლი S-Class-ისთვის