in ,

უნიკალური პოსტერები NESCAFE® -ის 75 წლის იუბილეზე

   

20_05_2013_17_54_51nescafeeeeeee

ყავის მსოფლიო ბრენდებიდან “ Nescafe ” ერთ-ერთია, რომელიც წლებია ქართულ ბაზარზეა. წელს 75 წლის ბრენდმა დაბადების დღე სხვადასხვა აქტივობებით მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნა, მათ შორის 19 მაისს საქართველოში. თბილისში ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მოვლენა 1930-ანი წლებიდან დღემდე შექმნილი პოსტერები იყო.

ყავის დეგუსტაციის, 30-იანი და 60 წლების მსოფლიო ჰიტების, ყავის კოქტეილებისა და ნისლის ეკრანზე “ Nescafe ” ვიდეო რგოლებით ივენთი მთელი დღე გრძელდებოდა.

რეკლამა, რომლითაც მსოფლიომ სხვადასხვა დროს “ Nescafe ” გაიცნო, ცნობილი პოსტერებია. 30-იანი წლებიდან დღემდე ათეულობით პლაკატი შეიქმნა, რაც შემდეგ ბრენდის იმიჯის ნაწილი გახდა. იუბილეზე ისტორიული პოსტერების ფოტოების გამოფენა მოეწყო, რომელიც მოიცავს პერიოდს Nescafe -ს ბრენდის შექმნიდან დღემდე. “Nescafe” 75 წლის იუბილე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნა.

“ Nescafe ” ბრაზილიის მთავრობის  დაკვეთით  შეიქმნა. 1930 წელს მათ  ყავის ზედმეტი მარაგის გამო, მიმართეს შვეიცარული კომპანია “Nestle” წარმომადგენლებს და ყავის მომზადების ახალი გზების მოსაფიქრებლად დახმარება სთხოვეს. 8 წლიანი კვლევისა და მუშაობის შედეგად კომპანიამ ქალაქ ვევეიში მსოფლიოს პირველად წარუდგინა ხსნადი ყავა, რომელსაც “ Nescafe ” უწოდეს, კომპანიის სახელის “ Nestle -ს”პირველი სამი ასოსა და სიტყვა ყავის „cafe“ კომბინაციისგან შეერთებით. დღეს “ Nescafe ” 10 სხვადასხვა სახეობა გამოდის.

“მსოფლიოში 1 წამში, დაახლოებით, 5 000 ჭიქა Nescafe -ს სვამენ”- ამბობენ კომპანიის წარმომადგენლები.

“ალგოს” შუქდიოდური ნათურები

ბიჰანს თბილისი

Behance Portfolio Review Tbilisi-ს გამარჯვებულები და ნამუშევრები!