ყავას აქვს უნარი დაახლოვოს ადამიანები, რადგან ის ახერხებს მათ მაგიდასთან შეკრებას სახლში ან კაფეში. ფინჯან ყავასთან ერთად სასიამოვნოა საუბარი, კითხვა, მუშაობა, ტელევიზორის ყურება თუ სხვა ქმედება. ის ჩვენს ყოველდღიურობას უფრო სასიამოვნოს ხდის და, შემადგენელი თვისებების გავლენით, ენერგიის წყაროც არის.
იცოდით, რომ NESCAFÉ-ს ცნობილი ყავა არანაკლებ ცნობილი ბრენდის, Nestle-ს ფესვებში ამოიზარდა? ეს უკანასკნელი შვეიცარიული კომპანიაა, რომელიც საკვებსა და სასმელს აწარმოებს და მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბრენდების რიცხვს მიეკუთვნება. თავად მშობელი ბრენდის ისტორია 1866 წელს დაიწყო, როდესაც პირველი ევროპული შედედებული რძის ქარხანა გაიხსნა ჩამში, შვეიცარიაში. დღესდღეობით მას 450-მდე ქარხანა აქვს და 328,000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
დასაწყისი
რაც შეეხება NESCAFÉ-ს, ცნობილი ყავის ბრენდის ისტორია 1930 წლიდან იწყება, როდესაც ბრაზილიელი ფერმერების ჯგუფმა Nestlé-ს დახმარება სთხოვა ყავის მოხმარების გაზრდაში და ბრაზილიაში ყავის წარმოების უზარმაზარი ჭარბი რაოდენობის შესამცირებლად.
1920-იანი წლების ბოლოს ყავის ფასები ყველაზე დაბალი იყო და ბრაზილიელ ფერმერებს სურდათ, შეექმნათ პოპულარული ყავა, რომლის მოხმარებასაც შეძლებდნენ იქ, სადაც ფინჯანი ყავა სხვაგვარად არც ისე ადვილად ხელმისაწვდომი იყო. აქედან წარმოიშვა კუბურების ან ტაბლეტების სახით ხსნადი ყავის იდეაც. ამას უნდა გაეზარდა გაყიდვები ისე, რომ ზიანი არ მიეტანა ყავის მოხმარების ტრადიციულ ფორმაზე.
ქიმიკოს მაქს მორგენტალერის მიერ შვიდწლიანი მუშაობის შემდეგ დაიბადა NESCAFÉ – სასმელი, რომელიც სრულიად მსოფლიომ 1938 წლის 1 აპრილს გაიცნო. მაქსის მისია იყო, შეექმნა ყავა, რომელიც უბრალოდ ცხელი წყლის დასხმით გემრიელ სასმელად გადაიქცეოდა. სახელიც მშობელი ბრენდის პირველი სამი ასოდან აიღეს და ბოლოში CAFÉ მიამატეს ყავის აღსანიშნავად. მალე იგი ექსპორტზე გავიდა საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში და აშშ-ში.
მეორე მსოფლიო ომი
ისევე, როგორც მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში დაფუძნებულ ბევრ კომპანიაზე, NESCAFÉ-ზეც იქონია გავლენა მეორე მსოფლიო ომმა. მაშინ, როცა იმ პერიოდში მრავალი საწარმო დაიხურა ან გადაკეთდა ომზე მორგებული პროდუქტის მწარმოებლად, NESCAFÉ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ძირითადი სასმელი გახდა, რის შემდეგაც მისი პოპულარობა ნამდვილად გაიზარდა.
1950-იანი წლებისთვის ყავა წარმოადგენდა სასმელს იმ ახალგაზრდა როკ-ენ-როლერებისთვის, რომლებიც დროს დასავლური სამყაროს ახალ ყავის ბარებში ატარებდნენ. NESCAFÉ-ს პოპულარობა თაობიდან თაობამდე იზრდებოდა. ამას განსაკუთრებით უწყობდა ხელს მისი არომატული გემო და მარტივად მომზადების წესი.
1965 წელს Nescafe-ს ბრენდმა გააფართოვა თავისი ინოვაცია და Gold Blend-ის გამოშვებით მომხმარებელს შესთავაზა გამხმარი ხსნადი ყავა. წლების განმავლობაში Nescafe-ს პროდუქტის ინოვაცია კიდევ უფრო განვითარდა, რათა კიდევ უფრო მეტი ბუნებრივი არომატი მიეღო.
Nescafe Classic
Nescafe Classic ბრენდის პირველი პროდუქტია და დღემდე მის მთავარ სავიზიტო ყავად რჩება. მას აქვს მუქი ფერი და საშუალოდ შემწვარი მარცვლების გემო, რაც მას ერთბაშად მსუბუქ არომატსა და გამაგრილებელ გემოს აძლევს. აღსანიშნავია, რომ 1984 წელს Nescafe Classic თურქეთის ბაზარზეც შევიდა.
მრავალფეროვანი სახეობები
იმ მომენტიდან, როდესაც Nestle-მ დაინახა, რომ მისი ყავის ბრენდის წარმატება ფართოდ გახდა ცნობილი და მასზე დიდი მოთხოვნაც წამოვიდა, Nestle-მ გადაწყვიტა, მარკეტინგულად შეეხედა პროცესებისთვის და დაიწყო Nescafe-ს მრავალფეროვანი სახეობების შექმნა ყველა გემოვნების მომხმარებლის დაკმაყოფილების მიზნით.
პროდუქტები, რომლებიც მან ამ მიზნით გამოუშვა, ასე გამოიყურება: Nescafe Decofeinated, Nescafe Frappe, Nescafe Gold Espresso, Nescafe Cappuccino და Nescafe Ready-to-Drink. წლების განმავლობაში ადამიანები სულ უფრო და უფრო იცნობდნენ Nescafe-ს და დღესდღეობით მას თავიანთი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად მიიჩნევენ.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.
#დაძარი
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი