in

„მესამე ტაიმი” – NESCAFÉ-ს პირველი მსხვილი საფეხბურთო კამპანია

მეგობრებთან ერთად ფეხბურთის ყურება უკვე ერთსა და იმავე სცენარს ჰგავს – მსუბუქი ლუდი, მსაჯზე გაბრაზება და ის ერთი ვიღაც, ვინც დივნიდან ხმამაღლა „ასწავლის“ გუნდს თამაშს…

ყავის ბრენდი NESCAFÉ კი ფიქრობს, რომ მატჩის შემდეგ ახალი ტრადიციის დამკვიდრების დროა. ამისთვის მან აშშ-სა და მექსიკაში ახალი კამპანია, სახელად „The Third Half“ წამოიწყო, რომელიც ზუსტად იმ ქაოსურ მომენტებზეა აგებული, რაც თამაშის დასრულების შემდეგ იწყება – როცა გულშემატკივრები უცებ მწვრთნელებად, მსაჯებად და ტაქტიკის ექსპერტებად გადაიქცევიან.

კამპანიის მთავარი დეტალი შეზღუდული რაოდენობის 5-ლიტრიანი ესპრესოს კასრია, რომელიც ვიზუალურად ლუდის ბარელებს ჰგავს, თუმცა ამ შემთხვევაში ყავას ასხამს. მისი ფასი მხოლოდ 10 დოლარია, რაც ამერიკული ფეხბურთის ლეგენდის, ლენდონ დონოვანის მაისურის ნომრის პატივსაცემადაა გადაწყვეტილი. კომპლექტში შედის თავად კასრი და NESCAFÉ-ს ესპრესოს ორი ბოთლი – Black და Sweet Vanilla არომატებით. მთლიანობაში, სისტემა დაახლოებით 20 ფინჯან ყავას ამზადებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თამაშის ყურებისას აღარავის მოუწევს მთელი საღამოს „ბარისტად“ მუშაობა.

კამპანია რეალურ გულშემატკივრულ ჩვევებს ეყრდნობა. NESCAFÉ-ს მონაცემებით, ფეხბურთის ფანების 73% მატჩის დროს ყავას სვამს, ხოლო 83% ამბობს, რომ თამაშის დასრულების შემდეგ განხილვები და კამათი უფრო ინტენსიური ხდება. ამ ენერგიის საჩვენებლად კომპანიამ თანამშრომლობა დაიწყო როგორც ლენდონ დონოვანთან, ისე მექსიკური ფეხბურთის ლეგენდასთან, ლუის გარსიასთან. სარეკლამო ვიდეოებში ნაჩვენებია, როგორ გადაიქცევა მატჩისშემდგომი დისკუსია ნამდვილ დებატებად, როცა საქმეში კოფეინი ერთვება.

NESCAFÉ კამპანიის გავრცელების სტრატეგიაშიც ინტერნეტკულტურის ელემენტებს იყენებს. ესპრესოს კასრების გაყიდვა სამ ეტაპადაა დაყოფილი: 15 მაისი, 21 მაისი და 11 ივნისი. ეს მიდგომა კამპანიას საფეხბურთო სეზონის განმავლობაში აქტუალობას უნარჩუნებს.

„The Third Half“ NESCAFÉ-ს პირველი მსხვილი საფეხბურთო კამპანიაა, რომელიც იმ დროს იწყება, როცა ჩრდილოეთ ამერიკა 2026 წლის FIFA World Cup 2026-ისთვის ემზადება. კამპანია ტელევიზიაში, ციფრულ პლატფორმებსა და სოციალურ ქსელებში აშშ-სა და მექსიკაში ერთდროულად გავრცელდება და მიზნად ისახავს, ყავა ფეხბურთისშემდგომი განხილვების ოფიციალურ სასმელად აქციოს.

BTU-ში მედიალაბი და პოდკასტსტუდია გაიხსნა

სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში – შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის