in

Nescafé-მ შეფუთვის დიზაინი განაახლა

უკვე 85 წელია, ყავის ბრენდი Nescafé მსოფლიო ბაზარზე ოპერირებს და მუდმივად ვითარდება თაყვანისმცემლების ცვალებადი გემოვნების შესაბამისად. ახლა რებრენდინგის დროც დადგა, რასაც თავად „მნიშვნელოვან ცვლილებას“ კი უწოდებენ, მაგრამ უფრო მეტად ნაცნობი იერსახის გაუმჯობესებისკენაა მიმართული, ნაცვლად სრულად გარდაქმნისა.

BOG
BOG

მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლების თვალისთვის მეტწილად შეუმჩნეველია, ლოგოში „მახვილის ნიშანი“ ახლა უფრო თვალსაჩინოა. ასევე, ყველა შეფუთვაზე დატანილი იქნება ყავის მარცვლების გამოსახულება, როგორც ნესკაფეს მდიდარი კულტურის სიმბოლო.

გარდა ამისა, ვინაიდან მდგრადობის საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ რეალობაში, ბრენდი ამაზეც აკეთებს აქცენტს. როგორც აცხადებენ, გამოყენებული ყავის მარცვლები 100%-ით ნატურალურია — ეს კი პირდაპირაა დატანილი ყველა ქილასა და შეფუთვაზე.

„ეს რებრენდინგი მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს ჩვენი ბრენდისთვის, რადგან განვითარებას ვაგრძელებთ და წინ მივდივართ მუდმივად ცვალებად ინდუსტრიაში. ახალი, მომხიბლავი შეფუთვის დიზაინის შემოტანით და ბრენდში ინვესტიციების განხორციელებით, გვინდა განსაკუთრებული გამოცდილება შექმნათ… ვიცით, რომ ყავის მოყვარულებს ემოციური კავშირი აქვთ ნესკაფესთან, რასაც ახლებური გზებით ვამყარებთ“, — აღნიშნავს სოფი დემულინი, Nescafé-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი.

Nike 1982 წელს გამოშვებულ ფეხსაცმლის მოდელს აბრუნებს

რა ვისწავლეთ შეცდომებზე? – ბეკი ფანცხავა, გიორგი ქვლივიძე და ლაშა შრუტე მილორავა