ორი გენიალური მსახიობი და ერთი ჭიქა გემრიელი ყავა… Nespresso-ს ახალი სარეკლამო ვიდეორგოლი, რომელიც სააგენტო McCann New York-მა შექმნა, ის ერთწუთიანი შემთხვევაა, რომელიც უბრალოდ საკმარისი არ არის. ოსკაროსანმა ჯორჯ კლუნიმ, ენდი გარსიას მაცდური გამოწვევით, მაყურებელს საოცარი მოგზაურობა შესთავაზა. სარეკლამო რგოლისთვის გაცოცხლებული მგზავრობის კადრები ჰოლივუდის ცნობილი ფილმებიდან და ყველა მათგანში Nespresso-ს ყავას მოწყურებული ჯორჯი. რა აღარ გადალახა კლუნიმ გემირელი ყავით მომლოდინე გარსიამდე მისაღწევად: “ფსიქო”, “უდარდელი ბაიკერი”, “სმოკი და ბანდიტი”, “თვითმფრინავები, მატარებლები და ავტომობილები”, “ფავორიტი” და “Muppets”–ებიც კი. ბოლოს კი რგოლი ნამდვილი ბედის ირონიით მთავრდება. Nespresso–მ მომხმარებელს ნამდვილად ვარსკვლავური რგოლი შესთავაზა, რომელსაც თავისუფლად შეუძლია თავის ნამუშევრებში საპატიო ადგილი მიანჭოს.
ესეც არანაკლებ საინტერესო სურათები უშუალოდ გადასაღები მოედნიდან.
















