19
Oct
2019

თბილისში იტალიური საპნის ბრენდის NESTI DANTE-ს მაღაზია გაიხსნა 

19 Oct 2019

„თბილისი მოლში“ იტალიური საპნის ბრენდის, NESTI DANTE-ს მაღაზია გაიხნა. როგორც კომპანიაში ამბობენ, წარმოდგენილია სრული კოლექცია.

 

„ყველაფერი მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, გაზაფხულის ერთ ადრიან დილას დაიწყო. ფლორენციის ქვაფენილით მოკირწყლულ დაღმართს იტალიელი ახალგაზრდა ველოსიპედით მიუყვებოდა. 16 წლის ნესტი დანტეს ოჯახისთვის ცოტაოდენი ხორცი უნდა შეეძინა. გზაზე, ბიჭს ველოსიპედი დაუცურდა. მუხლებგადატყავებული, ველოსიპედის ჩაფუშული ბორბლით გზა მაინც  განაგრძო, თუმცა ყასაბთან დაგვიანებით მისულს, ხორცი სულ გაყიდული დახვდა. მოწყენილი ნესტი, ის იყო შინ დაბრუნებას აპირებდა, გამყიდველს მის გასამხიარულებლად ერთი ჯადოსნური ფრაზა უთქვამს: „მოდი, ცოტაოდენ ცხიმს გაგატან, სახლში სოდას დაუმატებ და საკუთარი ხელით საპნის დამზადებას შეძლებ”. ნაომარ იტალიაში საპონი ფუფუნების საგანი იყო. სწორედ იმ საოცარი დღიდან იწყება, ახლა უკვე უმაღლესი ხარისხის მწარმოებელი კომპანიის Nesti Dante-ს ისტორია. წარმოუდგენელი შრომისა და ზრუნვის შედეგად, Nesti Dante წარმოდგენილია მსოფლიოს ისეთ პრემიუმ ლოკაციებზე, როგორიცაა: პარიზის Lafayette, ლონდონის Harrods , ბანგკოკის Royal Paragon Hall და სხვა“.

“We work not to be the biggest, but to be the best” (ჩვენ ვმუშაობთ არა იმისთვის, რომ ვიყოთ ყველაზე დიდი, არამედ იმისთვის, რომ  ვიყოთ საუკეთესო) – ეს Nesti Dante-ის მთავარი გზავნილია.

კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ Nest Dante-ს საწარმოში, იტალიის უძველესი ტრადიციების მიხედვით, ცეცხლზე მოგიზგიზე ფოლადის ჭურჭელში, 4 დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარეობს საპონიფიკაციის გრძელი პროცესი.

„სრულყოფილ ფაზაში მხოლოდ მაშინ გადადის, როდესაც მიღებული საპნის წმინდა მასა 24 საათი დაყოვნდება და მისგან ჭარბი გლიცერინი და ჰაერი სრულად განიდევნება. ზედმეტი ტენიანობისგან გამომშრალ ასეთ წმინდა საპონს, სამჯერადი ბრუნით სხვადასხვა ბუნებრივი ინგრედიენტი ემატება( ხილი, ბოსტნეული, სამკურნალო მცენარე თუ სურნელოვანი ყვავილი). საბოლოო პროდუქტი- წმინდაზე წმინდაა, კანის სტრუქტურას აჯანსაღებს და კვებავს, ხოლო ტექსტურას ფაფუკსა და აბრეშუმივით ნაზს ხდის. Nesti Dante არ გამოიყენებს ცხიმოვან მჟავას. საპნის მთავარი შემადგენელ კომპონენტი უმაღლესი ხარისხის ნედლეულზე დამზადებული მცენარეული ზეთია“.

NESTI DANTE-ს საპნის სრული კოლექცია წარმოდგენილია „ჯორჯიტას“ მაღაზიათა ქსელში (ა.წერეთლის 116 – „დიდუბე პლაზა“, შროშის ქ #2) ან „ონლაინ“, www.georgita.ge-ზე . ბრენდის პროდუქცია ასევე იყიდება „აგროჰაბის“ ქსელში.

 

[R]

 

განხილვა