in

Nestle-ს დანადგარი შოკოლადს მეზობელი ქვეყნების წევრებს უყოფს

ერთ დღესაც ნესტლემ გაიგო, რომ თავის კანადურ შოკოლადზე დიდი მოთხოვნა იყო ამერიკაში, ამიტომ გადაწყვიტა ერთი დღით გაეხარებინა მეზობლები. Cross-Border Vending Machine შექმნა და უნიკალური დანადგარი კანადისა და ამერიკის საზღვარზე Peace Arch Park-ში, ვანკუვერში განათავსა, სადაც კანადელებს შეეძლოთ თავიანთი ამერიკელი მეზობლების მოწვევა უფასო Coffee Crisp-ის მისაღებად. დიახ, აქ მთავარი ის იყო, რომ შოკოლადის ჩუქება მხოლოდ კანადელს შეეძლო. 

BOG

ამ ამბის ავტორი, ნესტლესთან ერთად, Cossette გახლავთ. მათ სურდათ, ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობისა და თანამშრომლობის სულისკვეთება აესახათ და, ამასთან, კანადური გულუხვობა და კეთილგანწყობაც ეჩვენებინათ.

ჩვენ მოხარულები ვართ ამ შესანიშნავი ინიციატივის გაცოცხლებით, რომელიც ხაზს უსვამს კანადასა და ამერიკას შორის არსებულ განსაკუთრებულ კავშირს, ხდის კანადურ ხემსს ხელმისაწვდომსს მათთვის, ვისაც სურდა, მაგრამ ხელი არ მიუწვდებოდა. ეს ნამდვილად გაკეთდა Coffee Crisp-ის უნიკალური შარმის საჩვენებლად და ცნობისმოყვარეობის გასაღვიძებლად. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ვუზიარებთ ამ საყვარელ შოკოლადს ჩვენს ამერიკელ მეზობლებს და ვხედავთ, რომ მათ ვამხიარულებთ, — აცხადებს რიონა კოლერი, Nestlé Canada-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი. 

თუმცა Cross-Border Vending Machine მხოლოდ ერთი დღით იყო აქტიური, რაც გვაფიქრებინებს, რომ ნესტლე Coffee Crisp-ისთვის ბაზრის გაფართოებას არ აპირებს…

 

„ცოცხალი ფეხსაცმელი“ მცენარეების მსგავსად იკვებება

ემოციური ინტელექტის ხრიკი, რომელიც იმედგაცრუებასა და სტრესს ამცირებს