4
Jun
2018

Nestle-მ „ბორჯომი“ იყიდა?

4 Jun 2018

1 ივნისს, არაოფიციალური ინფორმაციი, მარკეტერისთვის ცნობილი გახდა, რომ „ნესტლე“ ყიდულობდა კომპანია „ბორჯომს“ და ქართულ ოფისს სრულად ხურავდა. ამ დროის განმავლობაში, ვცდილობდით ბორჯომთან დაკავშირებას, მიუხედავად ამისა, კომპანიის წარმომადგენლებს ვერ დავუკავშირდით.

თუმცა, დღეს, სანდო წყაროს ინფორმაციით, „ნესტლეს“ მიერ ბორჯომის ყიდვა არ დასტურდება და კომპანია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას, მხოლოდ მენეჯმენტში ცვლილებებით – კერძოდ, „ბორჯომი“ საქართველოს გენერალური დირექტორი ზაზა კიკვაძე აღარ არის, ის IDS Borjomi International-ის, „ბორჯომის“ კორპორატიული ცენტრის გენერალური დირექტორის კონსულტანტის თანამდებობაზე გადავიდა. რაც შეეხება მის ყოფილ პოზიციას, „ბორჯომი“ საქართველოს გენერალური დირექტორის ადგილი უკრაინელმა იან გრომიკომ დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „ბორჯომს“, ჯერჯერობით, ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

განხილვა