in

Nestle კოსმეტიკის ხაზს ყიდის 

Nestle კოსმეტიკის ხაზს Nestle Skin Care ყიდის. როგორც გამოცემა Financial Times წერს, მოლაპარაკებები შვედურ საინვესტიციო კომპანია EQT-თან მიმდინარეობს. გარიგების სავარაუდო ღირებულება $10 მილიარდია.

 

Nestle, წლების მანძილზე, აქტიურად იყო ჩართული კოსმეტიკური საშუალებების ბიზნესში. 1981 წლიდან, L’Oréal-თან ერთად, კომპანია Galderma-ში ახორციელებდა ინვესტიციას. 2014 წელს ეს ბიზნესი მთლიანად შეიძინა და მის ბაზაზე Nestle Skin Care შექმნა.

ახლა, Financial Times-ის ინფორმაციით, Nestle-ს პრიორიტეტებში, ბიზნესის უფრო სწრაფად მზარდი და განვითარებადი მიმართულებები შედის და კოსმეტიკური ხაზის გაყიდვაც ამიტომ გადაწყვიტა.

Leavingstone-მა ამერიკიდან, უკვე მეორედ, ინტერნეტის ოსკარი წამოიღო!

ჩვენ თქვენ გვერდით ვართ! – კამპანია მამაკაცების მხარდასაჭერად