ცოტა ხნის წინ, “ნესტლემ” ეკოლოგიური დაბინძურების წინააღმდეგ, 100%-ით გადამუშავებად შეფუთვაზე დაიწყო მუშაობა. კომპანიამ დადო პირობა, რომ 2025 წლისთვის, მისი შეფუთვების 100% იქნება გადამუშავებადი ან მრავალჯერადი გამოყენების. ახლა კომპანია, KitKat-ის არადეგრადირებად შეფუთვას ამცირებს და ამავდროულად, ორიგამის კულტურის პოპულარიზაციას ცდილობს. იაპონურმა “ნესტლემ” KitKat-ის რამდენიმე სახეობას სრულად შეუცვალა შეფუთვა. როგორც ცნობილია, ის პირველი ტექნოლოგიის მსგავს პრინციპზეა დამზადებული და სრულად გადამუშავებადი მასალითაა შექმნილი. ბრენდი მომხმარებლებს მოუწოდებს, შეფუთვისგან ორიგამი დაამზადონ, რათა ტკბილეულით სიამოვნების მიღების გარდა, გართობაც შეძლონ. იაპონური “ნესტლე” აცხადებს, რომ ამგვარი ცვლილება 380 ტონა პლასტმასით შეამცირებს პლანეტის დაბინძურებას.
იაპონურმა “ნესტლემ” KitKat-ის 100%-ით გადამუშავებადი შეფუთვა შექმნა
