in

“ნესტლემ” პირველი გადამუშავებადი შეფუთვა შექმნა

ცოტა ხნის წინ, “ნესტლემ” დადო პირობა, რომ 2025 წლისთვის, მისი შეფუთვების 100% იქნება გადამუშავებადი ან მრავალჯერადი გამოყენების. მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელს, Greenpeace-მა, გარემოს დაბინძურების გამო, პლასტმასის მონსტრიც კი უწოდა. “ნესტლემ” უკვე გადადგა პირველი ნაბიჯი და ჩვეულებრივი ქაღალდისგან, კანფეტების გადამუშავებადი შეფუთვა შექმნა. ამ დრომდე, შეფუთვა პლასტმასითა და ლამინატით მზადდებოდა, რაც შენახვის გრძელ ვადას უზრუნველყოფდა. თუმცა, სპეციალური ტექნოლოგიის დახმარებით, პროდუქტს გრძელვადიანად ქაღალდის ახალი შეფუთვაც შეინახავს.
როგორც კომპანიაში ამბობენ, შეფუთვას ორი პრიორიტეტი აქვს. ერთი მხრივ, მასალა უნდა იყოს საკმარისაც მდგრადი, რომ წარმოების დატვირთვას გაუძლოს, მეორე მხრივ კი, მთელი ვადის განმავლობაში უზრუნველყოს პროდუქტის სათანადოდ შენახვა. პირველ ფაზაში, შეფუთვას “ნესტლეს” YES! საკონდიტრო სასუსნავებზე გამოიყენებენ. ახალი მიდგომისა და ტექნოლოგიური ეფექტიანობის დემონსტრირებისთვის, ქაღალდის შეფუთვაზე იქნება წარწერა “Carefully wrapped in paper”.

დღგ-ის რეფორმა – საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შედის

Converse-მა ცნობილი კედების Chuck Taylors დიზაინი შეცვალა