გარემოსდაცვით საკითხებზე ზრუნვაში, Nestle, სხვა გლობალურ ბრენდებს შეუერთდა – კომპანიამ აიღო ვალდებულება, მაქსიმალურად შეამციროს პლასტმასის ნარჩენების რაოდენობა, შემდეგ რომ ოკეანეებში ხვდება და საზღვაო ეკოსისტემას აზიანებს, საბოლოოდ კი დიდ საფრთხეს უქმნის გარემოს. MacArthur Foundation-ის კვლევის თანახმად, 2025 წლისთვის, დედამიწის ოკეანეებში თევზზე გაცილებით მეტი პლასტმასის ნარჩენი იქნება, თუ არ შეიცვლება საწარმოების მუშაობის, ნარჩენების მართვისა და შემდეგ მათი გადამუშავების წესები და მიდგომები.
Nestle-მ კონკრეტული გეგმა გამოაქვეყნა, რომელიც ნაბიჯ – ნაბიჯ გაწერილ აქტივობებს გულისხმობს. კომპანიამ, თავისი ყველაზე პოპულარული პროდუქტების ქაღალდის შეფუთვით გამოშვება დაიწყო და ეს, როგორც თავად ამბობენ, უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. ამით, რა თქმა უნდა შეამცირა პლასტმასის გამოყენება. ბრენდი, ასევე, აპირებს, საერთოდ ამოიღოს პლასტმასის ჯოხები, ე.წ. საწრუპები და ალტერნატიული, ინოვაციური მასალით შეცვალოს.
კომპანიის მხრიდან ასეთი ნაბიჯი მისასალმებელი იქნება გარემოს დამცველებისთვის – იმის მიუხედავად, რომ Nestle, წინა წლებშიც ახორციელებდა მცირე კამპანიებს, მაინც „პლასტმასის მონსტრის“ სახელი ჰქონდა.