in

Nestlé-მ ყველისგან შეფუთვა დაამზადა

კულინარიაში ყველი კი ბევრ საჭმელში გვხვდება, მაგრამ ახლა სულ სხვა როლს იძენს — შეფუთვად იქცევა და მდგრად დიზაინს უერთგულებს. Ogilvy Colombia-სა და Nestlé-ს უახლესი კონცეპტუალური პროექტი Self-Packing Cheese-ის სახელით გვეცნობა. პროცესი კი საკმაოდ მარტივია — ყველის დამზადებისას მიღებულ შრატს იღებენ და ბიოდეგრადირებად შეფუთვად გარდაქმნიან, ისეთად, რომელიც რძის პროდუქტებს სიჯანსაღესაც უნარჩუნებს და უსაფრთხოც გახლავთ. გამოყენების შემდეგ კი ბუნებრივად იშლება. 

BOG
BOG

საკვებად ვარგისი შეფუთვა ნამდვილად არ არის, მაგრამ საკმაოდ ახლოსაა ამ იდეასთან, რადგან ისიც ყველის დამზადების პროცესის შედეგად მიიღება. როგორც ზემოთ გითხარით, მთავარი ინგრედიენტი შრატია, რომელიც აქამდე ნარჩენად ითვლებოდა ყველის წარმოების პროცესში. ახლა კი იგი PHA-დ გარდაიქმნება, ბიოპოლიმერად, რომელიც ვიზუალურად და შეგრძნებითაც ძალიან ჰგავს პლასტმასას. განსხვავება ისაა, რომ ყველის შეფუთვა დაახლოებით 300 დღეში იშლება. 

საინტერესოა, რომ შეფუთვა პანამაში ნესტლეს ¡Qué Rico! ყველის ბრენდზე გამოცადეს, რომლის გეგმაც 5 500 ტონა მასალის წარმოებაა. იმისთვისაა შექმნილი, რომ საერთაშორისო სურსათის უვნებლობის სტანდარტები დააკმაყოფილოს, რაც უზრუნველყოფს, ყველი ისეთივე გემრიელი და უსაფრთხო იყოს, როგორც სხვა შეფუთვებში, ოღონდ გაცილებით ნაკლები ზიანით გარემოზე… 

ასეა თუ ისე, შრატის მეორეულად გამოყენებით, Nestle და Ogivly იმ მასალების პოტენციალს გვაჩვენებენ, რომლებიც აქამდე ყურადღების მიღმა რჩებოდათ. ახლა კი ერთი კითხვა ჩნდება: რა სარგებელს მიიღებდნენ სხვა ინდუსტრიები, თავიანთი ნარჩენების ხელახლა გამოყენებაზე რომ ეფიქრათ?!

6-წლიანი ტრადიცია გრძელდება! – „კომფორტერში“ დიდ ფასდაკლებასთან ერთად, საჩუქრად მიიღებთ ტურს საქართველოს სასტუმროებში

რა გელით 20-22 ივნისს, GTWT-ის მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე