in

Nestle, ჩინეთში, Starbucks-ის ყავას გაყიდის 

Nestle, ჩინეთში, Starbucks-ის ბრენდის ყავას გაყიდის. ამით სურთ, ადგილობრივ ბაზარზე პოზიციები  გაიმყაროს და კომპანიის წილი გაზარდოს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

Photo Credit: Reuters

„ნესტლეს“ წარმომადგენლების თქმით, ჩინეთში ყავაზე, მზარდი, მაგრამ მსოფლიო სტანდარტებთან შედარებით მაინც ნაკლები მოთხოვნაა. ამბობენ, რომ სწორედ ამ დამოკიდებულების შეცვლა სურთ და ქსელში „სტარბაქსის“ ბრენდის გაყიდვაც ამიტომ გადაწყვიტეს.

2018 წელს, „ნესტლემ“ $7.15 მილიარდი გადაიხადა და მსოფლიოს მასშტაბით, „სტარბაქსის“ ჩაისა და ყავის გაყიდვის ექსკლუზივი შეიძინა. 2019 წლის თებერვალში, პროდუქტი ევროპის, აზიისა და ლათინური ამერიკის ბაზარზე გაიტანა.

ორივე კომპანია ადასტურებს, რომ Nestle, ჩინეთში ელ. სავაჭრო პლატფორმებზე Alibaba 21 სახეობის Starbucks-ის ყავას გაყიდის. საკვების პროდუქტების საერთაშორისო ბრენდი, ამერიკული ყავით, სასტუმროებსა და ოფისებსაც მოამარაგებს.

რეგიონში Nestle-ს აღმასრულებელი ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჩინეთი მათთვის ძალიან მიმზიდველი ბაზარია.

„ ხსნადი ყავის ბაზარი, ჩინეთში, წელიწადში 3-5%-მდე იზრდება. თუ ამ მოცემულობას ახალი ბიზნეს შესაძლებლობებისთვის გამოვიყენებთ, გვჯერა რომ, მოთხოვნა უფრო სწრაფად გაიზრდება.

სტარბაქსთან“ თანამშრომლობით, „ნესტლე“, ჩინეთის ბაზარზე, პრემიუმ კლასის ყავას წარადგენს. თავისი პროდუქტებიდან კი, ამ ხაზის ბრენდებს უკვე იქ ყიდის, მაგალითად, Nespresso-ს.

როგორ დავუბრუნდეთ სამსახურს, დეკრეტული შვებულების შემდეგ?

ორი ყლუპი – ერთი გადაწყვეტილება! – გემოს გამოწვევის კამპანია პეპსისგან