in

Nestlé-ს შოკოლადის ფხვნილის ახალი შეფუთვა, როგორც მდგრადი განვითარების ნაწილი

როგორც წესი, პლასტიკური ალტერნატივები იმ ბრენდების ფიქრის შედეგია, რომელთაც ჩარჩოს მიღმა აზროვნება და ახალი მასალების აღმოჩენა სურთ. თავის მხრივ, ეს სურვილი დედამიწის ზიანისგან დაცვას უკავშირდება და ამ ინიციატივას Nestlé-ც უერთდება, Nesquik-ის ახალი შეფუთვით.

ცოტა შორეულ წარსულში თუ გადავინაცვლებთ, Nesquik-ის კაკაო ადრე ლითონის ქილებით იყიდებოდა; შემდეგ პლასტმასაზე გადავიდნენ, ხარჯების გათვალისწინებით, რამაც გარემოს დაბინძურებას კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი.

გლობალურ დათბობასთან და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის გამო კი ბრენდმა გადაწყვიტა, უჟანგავი ფოლადის ქილები გამოიყენოს — მომხმარებლებს შეუძლიათ, შოკოლადის ფხვნილის დამთავრების შემდეგ, ქილა მაღაზიაში დააბრუნონ, რათა გადამუშავდეს და ხელახლა ჩაეშვას წარმოებაში. შედეგად, Nestlé თავის პროდუქტს სასურველი მასალით გამოუშვებს და, ამავდროულად, ნახშირბადის ემისიებს ეკონომიური გზით შეამცირებს.

ინიციატივის ფარგლებში, ბრენდი Circolution-თან თანამშრომლობდა — ფრანკფურტში დაფუძნებულ სტარტაპთან, რომელიც შეფუთვას გერმანული დეპოზიტის დაბრუნების სქემის (DRS) ფარგლებში აწარმოებს. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ მრავალჯერადი გამოყენების (80) ფოლადი ხანგრძლივი შეფუთვის ვადასაც უზრუნველყოფს.

ლეონარდო და ვინჩი გრავიტაციას ნიუტონზე საუკუნეებით ადრე განიხილავდა — კვლევა

#სადანროგორ გავერთოთ 17-19 თებერვალს — ღონისძიებების კალენდარი