in

შეუძლია თუ არა რეცეპტს მოგონებების გაღვიძება? — Nestlé-ს ექსპერიმენტი

კვლევაზე დაფუძნებით, რომლის თანახმადაც სხვებთან საკვების გაზიარება იმდენად ძლიერ მოგონებებს ტოვებს, რომ ალცჰაიმერის მქონე ადამიანებსაც შეუძლიათ გაიხსენონ, Nestlé-მ და Publicis Brazil-მა Unforgettable Recipes-ის ექსპერიმენტი შემოგვთავაზა. მონაწილეების ბავშვობისდროინდელ საკვებს ხელახლა აკეთებენ ძველი შემონახული რეცეპტებით და აკვირდებიან, რამდენად გაახსენებს ეს მათ ძველ მოგონებებს. 

BOG

კამპანია ხაზს უსვამს რეცეპტების ძალას, რომელსაც შეუძლია, ღრმა კავშირები დაამყაროს ადამიანებს შორის, გააღვიძოს მოგონებები და ემოციები, შექმნას გამოცდილებები, რომლებიც მთელი ცხოვრება გაჰყვება მათ. ეს აძლიერებს Nestlé Recipes-ის მიზანს, რომელიც უკვე 60 წელზე მეტია, რაც ადამიანებს საკვების მეშვეობით ერთმანეთთან ემოციურად აკავშირებს, — აცხადებს იონაჰ კოჩენი, Nestlé-ს ვიცე-პრეზიდენტი. 

ამგვარად, Nestlé თავისი კამპანიით გვაჩვენებს, რომ მაგიდის ირგვლივ შექმნილი კავშირები იმაზე დიდხანს გრძელდება, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია. Publicis Brazil-ის CCO მაურო რამაიჰოს თქმით კი, Unforgettable Recipes ძლიერი მიზნის მქონე პროექტია. ასე ვეხმარებით იმ თემის წინ წამოწევას, რომელიც ათასობით ბრაზილიელის რეალობის ნაწილია და ყურადღებას იმსახურებს.

თუ დაგაინტერესათ, ექსპერიმენტში გამოყენებული ყველა რეცეპტი Nestlé Recipes-ის ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ.

ინოვაციური პროცესით ბრილიანტი 150 წუთში მიიღეს!

როგორ განახლდა ACAG-ის რეიტინგი Young Lions Georgia 2024-ის ქულების მიხედვით