in

Nestlé აფრიკულ სტარტაპებს თავის აქსელერატორში გადაამზადებს

კომპანია Nestlé-მ სუბსაჰარულ აფრიკაში [საჰარის უდაბნოს სამხრეთით მდებარე ქვეყნებში] სტარტაპებს შორის შეჯიბრი ჩაატარა და სამი გამარჯვებულიც გამოავლინა. მთავარი კრიტერიუმი ინოვაციურობა იყო. რჩეული კომპანიები სამხრეთ აფრიკიდან, ბენინიდან და ტანზანიიდან, 4 თვის მანძილზე, „ნესტლეს“ კვლევებისა და განვითარების აქსელერატორის რეზიდენტები იქნებიან.

Nestlé-მ აფრიკაში სტარტაპების შეჯიბრი 2019 წლის მაისში გამოაცხადა. კომპანიის მიზანი, ამ ქვეყნებში, კვების ხელმისაწვდომობის, ეკოლოგიურად სუფთა შეფუთვისა და კაკაოს თესლის მდგრადი ქსოვილის წარმოების ხელშეწყობა და ბაზარზე წახალისება იყო. გამოწვევა, ძირითადად, სენეგალის, ნიგერიის, სამხრეთ აფრიკისა და განას უნივერსიტეტებმა და ადგილობრივმა სტარტაპებმა მიიღეს. კონკურში 174 აპლიკანტი მონაწილეობდა.

გამარჯვებული 3 სტარტაპი Nestlé-ს კვლევისა და განვითარების აქსელერატორის რეზიდენტი გახდება, რომელიც კოტ დ’იუვარში მდებარეობს. მათ წვდომა ექნებათ თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ინფრასტრუქტურაზე, სამზარეულოსა და ლაბორატორიებზე, სადაც ჩაატარებენ ექსპერიმენტებს და ექსპერტებისაგან მიიღებენ რჩევებს, როგორ მოახდინონ საკუთარი იდეების კომერციალიზაცია.

სამი გამარჯვებული სტარტაპის გარდა, Nestlé-მ, განსაკუთრებული იდეისთვის, სენეგალის უნივერსიტეტის 2 სტუდენტი, $10,000-ით დააჯილდოვა.

სუბსაჰარულ აფრიკაში, ინოვაციების ეკოსისტემა გაჯერებულია კრეატიული ენერგიითა და ძლიერი, ჭკვიანი ანტრეპრენერებით. თუმცა, არსებობს ლაბორატორიებისა და ინფრასტრუქტურის დეფიციატია, რომ სტარტაპერებმა საკუთარი იდეები გამოსცადონ, ეს კი ფართო ბაზარზე წვდომას უზღუდავს. ჩვენი აქსელერატორის სამეცნიერო და ტექნოლოგიური გამოცდილებით დავეხმარებით მათ ინოვაციური პროდუქტები აფრიკის მოსახლეობის საჭიროებებსა და მოთხოვნებს მოარგონ“, – ამბობს „ნესტლეს“ აქსელერატორის ხელმძღვანელი.

აპლიკაცია, რომელიც ვიდეოსელფის გადაღების შემთხვევაში, წნევას გაგიზომავთ

ვიქტორია ბექჰემი კოლექციაში „ძალიან გამხდარი“ მოდელების გამო გააკრიტიკეს