in

Nestlé მსოფლიოში ყველაზე ფართო პაკეტს გთავაზობთ

თუ ეს ასეა, მისი სიგრძე 3.5 მეტრი უნდა იყოს…

იმისათვის, რომ დილით ბავშვები კარგად გამოკვებოთ, საუზმისთვის მარცვლეულის მომზადება თქვენთვის მარტივი გამოსავალი უნდა იყოს. თუმცა ხშირად მშობლები იმაზე წუხან, რომ მათთვის ასეთი კვება პოტენციურად არაჯანსაღი იქნება… ეს საკითხი არც Nestlé-ს დარჩენია ყურადღების მიღმა. კომპანიამ McCann London-თან დაიწყო თანამშრომლობა, რათა შექმნას ფართო პაკეტი, რომელიც მოიცავს 18 განსხვავებულ მარცვლეულს და არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის მავნე კომპონენტებს. 

თეორიულად, თუ ყველა მარცვლეული ერთ პაკეტში იქნება მოქცეული, მისი სიგრძე 3.5 მეტრს გადააჭარბებს. ეს კი ბუნებრივია მას მეტად მოუხერხებელს გახდის, წარმოიდგინეთ, როგორ უნდა მოათავსოთ იგი თქვენს კალათასა და შემდგომ მანქანაში.

აქვე, შეგახსენებთ, რომ სურსათის „შუქნიშნის“ ეტიკეტირება მიზნად ისახავს, მოხმარებლებს საკვების შეძენისას უკეთესი არჩევანის გაკეთებაში დაეხმაროს — საშუალებას აძლევს, დააკვირდნენ შაქრის, მარილისა თუ ცხიმის შემცველობებს. 

„კონკრეტულ პროდუქტში, ერთი შეხედვით, წითელი, ქარვისფერი და მწვანე ფერები გვაჩვენებს მაღალია, საშუალო თუ დაბალი, ცხიმის, შაქრისა და მარილის შემადგენლობა. ხოლო, თუ პროდუქტს აქვს ნაკლები წითელი და მეტი მწვანე, ეს ხშირად უფრო ჯანსაღი არჩევანია, — განმარტავს Nestlé.

მარცვლეულის სახეობებზე ხაზგასმით, ბრენდი იმედოვნებს, რომ მომხმარებლებს მეტ არჩევანსა და ნაკლები წუხილის მიზეზს შესთავაზებს. ამასთან, საინტერესო სტატისტიკასაც გვიზიარებენ, კომპანიამ ბოლო 10 წლის მანძილზე თავისი პროდუქტებიდან 59 მილიონი კოვზი შაქარი და 3 მილიონი კოვზი მარილი ამოიღო, თანაც, ისე რომ, გემოს შენარჩუნებაც მოახერხა. 

ხოლო იმ მარცვლეულის ჩამონათვალს, რომელიც Nestlé-ს ჯანსაღ შეფუთვაში შედის, nestle-cereals.com-ზე ნახავთ. 

როგორ შეუძლია ბიზნესს შოპინგზე დამოკიდებული ზეტ თაობის დახმარება?

პლატფორმა, რომელსაც ესმის, რისი ყიდვა გსურს – Onoff.ge