in

თბილისში გამართული .Net Hackathon-ის 3 გამარჯვებულის მოსაზრებები — ინტერვიუ

7-8 ოქტომბერს SD Solutions-მა უმასპინძლა თბილისში გამართულ .NET Solutions Hackathon-ს. ღონისძიების მიზანი იყო NET Framework-ის მიერ საქართველოს მოსახლეობისთვის სარგებლის მოტანა და თბილისის, როგორც ცნობილი ევროპული ტექნიკური ცენტრის, პოპულარიზაცია.

სტატიაში კი სამი გამარჯვებული გუნდი საკუთარი პროექტებისა და თანამშრომლობის შესახებ გვიყვება. ასევე, გვიზიარებენ, როგორ წარიმართა მათთვის ჰაკათონი.

პირველი ადგილის მფლობელები

გიორგი გველესიანისა და ნიკ კეკელიშვილის SD Solutions-მა გაიმარჯვა ამ წლის .Net Hackathon-ში, ვინაიდან შექმნეს უნიკალური გადაწყვეტა, რომელსაც არავინ ელოდა. ამიტომ, ყოველგვარი საუბრების გარეშე, მოდით ჩავუღრმავდეთ!

M: პირველად მიიღეთ ჰაკათონში მონაწილეობა?

გიორგი: ნიკი და მე არასოდეს ვყოფილვართ მსგავს ღონისძიებაზე და ზუსტად არ ვიცოდით, რა გველოდა. არც ვიცოდით ჩვენი იდეა გაიმარჯვებდა თუ არა. დავესწარით რამდენიმე ტექნოლოგიურ ღონისძიებას თბილისში, თუმცა SD Solutions’ Hackathon მათგან სრულიად განსხვავდება.

M: როგორ გაგიჩნდათ ამ პროექტის იდეა?

ნიკი: როდესაც დავრეგისტრირდით, დავიწყეთ იმ პროექტზე ფიქრი, რომლის დანერგვაც შეგვეძლო. თავდაპირველად გიორგის და მე განსხვავებული იდეები გვქონდა. რამდენჯერმე კამათიც მოგვივიდა იმის შესახებ, თუ ვისი იდეა იყო საუკეთესო იქამდე, სანამ იდეების შერწყმის გზას ვიპოვიდით. ამიტომ, როდესაც 7-ში, შაბათს, ღონისძიებაზე მოვედით, ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა და წუთითაც არ გვიყოყმანია. ჩვენ მიერ წარმოდგენილი იდეა შეეხებოდა SQL მონაცემთა ბაზებზე წვდომის შექმნას იმ ქართველი მომხმარებლებისთვის, რომლებსაც მისი შესწავლა უნდათ და გააჩნიათ დაბალი ხარისხის კომპიუტერული სისტემები.

გიორგი: IT ტექნოლოგიები ძალიან პოპულარულია ქართულ სკოლებში, მაგრამ ბევრ ბავშვს არ აქვს წვდომა SQL მონაცემთა ბაზების შესწავლაზე, რადგან ყველა კომპიუტერს არ აქვს იმის საშუალება, რომ გაუმკლავდეს დიდ მონაცემთა ბაზებს. ასევე, ბევრი ბავშვი ინგლისური ენის სწავლის დაწყებით ეტაპზეა, ამიტომ, დავამატეთ ამ პრობლემის გადაწყვეტა, რომელიც SQL მონაცემთა ბაზის ქართულ ენაზე თარგმნის საშუალებას იძლევა.

ნიკი: ჩვენ გვსურდა შეგვექმნა მუშა გადაწყვეტა სუფთა არქიტექტურითა და გასაოცარი რეაგირებადი ქართული სინტაქსით, რათა მისი გამოყენება ყველა მსურველს შესძლებოდა. საბოლოოდ, ეს გამოგვივიდა.

გიორგი: არ ვიცოდით სხვა გუნდების იდეები, სანამ მომდევნო დღეს პრეზენტაციები არ ჩატარდა, თუმცა შევამჩნიეთ, რომ მთლიანი ატმოსფერო კონკურენტული იყო და გადავწყვიტეთ, ჩვენი მაქსიმუმი დაგვედო, რათა სასურველი შედეგი მიგვეღო — მინიმუმ, სამეულში უნდა შევსულიყავით.

M: როგორ ჩაიარა 24-საათიანმა კოდირების მარათონმა თქვენთვის?

გიორგი: ჩვენ ვიყავით პირველი გუნდი, რომელიც SD Solutions-ის ოფისში შევიდა და დარეგისტრირდა. ამიტომ, მივიღეთ გუნდის ნომერი და დავიწყეთ იდეების წარდგენა ჟიურის წინაშე.

ნიკი: დიახ, ჩვენ პირველები მოვედით და ბოლო წავედით. ჩემი აზრით, ჯამში, დაახლოებით 31 საათი ვიყავით იქ. ასე ვთქვათ, ეს ენთუზიაზმის მიღმაა.

M: გქონდათ საშუალება, რომ სხვა გუნდებს გასაუბრებოდით?

გიორგი: ვფიქრობ, როდესაც ასეთი ღონისძიების ნაწილი ხარ, ტოქსიკური არ უნდა იყო, რადგან ჰაკათონის პირველადი მიზანი პროფესიონალების ერთმანეთთან დაკავშირება იყო. ეს ღონისძიებები მხოლოდ მოგების მიზნით არ არის შექმნილი; მთელი მისი არსი ატმოსფეროსა და ხალხში მდგომარეობს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველას გვინდა გამარჯვება.

ნიკი: ნეთვორქინგი მნიშვნელოვანია. საბოლოოდ, თუ თქვენ არ მიიღებთ მოსალოდნელ შედეგებს, მაინც ბედნიერი იქნებით, რადგან მეგობრებს შეიძენთ და შეხვდებით ჩვენნაირ დეველოპერებს ჩვენს ქალაქში. ჩვენ ბევრი სასიამოვნო ადამიანი გავიცანით. მახსოვს 2 ადამიანი, რომლებმაც გუნდი შექმნეს, როდესაც მათ ჰაკათონზე პირველად ნახეს ერთმანეთი — ეს არის ასეთი კავშირების ყველაზე დიდი მაგალითი. მიუხედავად იმისა, რომ მათ ვერ გაიმარჯვეს, დამსახურებულად მიიღეს „ხალხის რჩეულის“ ჯილდო.

M: თქვენი აზრით, რა ტიპის ადამიანებს სურთ შაბათ-კვირის გატარება 24-საათიან კოდირების მარათონზე?

გიორგი: შენ უნდა იყო კონკურენტული, გიყვარდეს რთული დავალებების გადაწყვეტა, გინდოდეს ახალი ადამიანების გაცნობა, ჩართული იყო კოდირებაში და ახალი გამოწვევების გადაწყვეტაში.

ნიკი: გიორგის ვეთანხმები; უნდა გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ, ასეა თუ ისე, რადგან ფხიზლად ყოფნა და 24 საათის განმავლობაში განვითარების გაგრძელება არის გამოწვევა, რომელსაც ყველა ვერ უმკლავდება.

M: გვითხარით მეტი იმ ტექნოლოგიებსა და ინსტრუმენტებზე, რომლებიც გამოიყენეთ

გიორგი: ჩვენი მიზანი იყო, რომ დაგვეწერა სუფთა ინფრასტრუქტურის მქონე და გასაგები კოდი. ყველაფერი დაიწერა .Net Framework-ის საშუალებით. რომან კასუმოვი მოგვიახლოვდა ღამით, როდესაც ცვლადებისთვის სახელის დარქმევაში პრობლემას წავაწყდით. მან ცვლადების სახელებთან დაკავშირებით ძალიან ღირებული რჩევა მოგვცა. ვაფასებთ, რომ ჟიურის წევრებმა მოითხოვეს საწყისი კოდი შესაფასებლად. ამ გზით, ჩვენ ვიცოდით, რომ ყველაფერი სამართლიანი იყო — მათ ნამდვილად უნდოდათ მიზნამდე მისვლა.

ნიკი: როდესაც იცი სინტაქსი, არ აქვს მნიშვნელობა იცი თუ არა კოდირება; ეს კოდი წაკითხვადი უნდა იყოს ყველასთვის. ხოლო პროექტის კონცეფცია იყო, რომ ის ყველასთვის გასაგები ყოფილიყო. ჩვენ რეალურად კარგი გამოცდილება გვქონდა ჟიურის წევრებთან, გასაოცარი .Net პროფესიონალები Pango-სგან, Tipalti-სგან და Cyrebro-სგან, თუ სწორად მახსოვს.

M: თქვენს პროექტს რა ჰქვია და რას ფიქრობთ, როგორია მისი მომავალი?

გიორგი: ჩვენ მას GiNi დავარქვით — ჩვენი სახელების პირველი ასოები და „ჯინის“ (djinn) აუდირებული ასოციაცია.

ვფიქრობთ, რომ პროექტს აქვს დიდი პოტენციალი. ახლა მსოფლიოში მისი რომელიმე ენაზე თარგმნის პრობლემა არ არსებობს; ადამიანებმა, რომლებმაც არ იციან ინგლისური, შეუძლიათ გადმოწერონ ის და თავისუფლად გამოიყენონ.

M: რას ნიშნავს ჰაკათონი თქვენთვის?

ნიკი: ჩვენ გავიზარდეთ პროფესიონალურად. ეს იყო სწრაფი ტემპის მქონე ატმოსფეროში მუშაობის სიმულაცია, ყველა დაბრკოლებითა თუ გამოწვევებით.

მეორე ადგილის მფლობელები

5 დეველოპერისგან შემდგარმა ჯგუფმა, რომელშიც შედიოდნენ შალვა ტურაშვილი, კოკო ჩინჩალაძე, ზურაბ ქავთარაძე, საბა გოცირიძე და გიორგი თამარაშვილი, გაგვიზიარეს .Net Hackathon-ში თავიანთი გამოცდილება

M: როგორ გაგიჩნდათ პროექტის იდეა?

შალვა: როდესაც გიორგი დარგისტრირდა და მოგვიწვია, ძალიან გახარებული ვიყავით ამ ფაქტით, რადგან ყველა .Net დეველოპერები ვართ და გვინდოდა, ღირებული წვლილი შეგვეტანა. ჰაკათონამდე ერთი დღით ადრე, მე ჩავწვდი ძირითად კონცეფციას. თუმცა გადაწყვეტები ღონისძიებაზე შეიქმნა 0-დან 100-მდე.

გიორგი: პირველი საათის განმავლობაში, ჟიურისთვის იდეის წარდგენამდე, მოვაწყვეთ ჩვენი იდეების ბრეინშტორმინგი და მივედით საერთო გაგებამდე იმისა, თუ რა უნდა გვექნა. ჩვენი გადაწყვეტა იყო მეხსიერების ქეშირების განაწილება მაღალი ხარისხის სისტემებისთვის, რათა ისინი უფრო სწრაფები გამხდარიყვნენ. ჩვენ უზრუნველვყოფთ მონაცემთა მიწოდებას ნაკლები დაყოვნებით.

შალვა: გადაწყვეტა აუმჯობესებს აპლიკაციის მუშაობას მისი მეხსიერების ოპტიმიზების მეშვეობით. მას შეუძლია, გააუმჯობესოს სხვადასხვა აპლიკაციებისა და პროგრამების სიჩქარე.

M: რეგისტრაციისას როგორ ფიქრობდით, მოგების რა შანსები გქონდათ?

შალვა: ვფიქრობ, რომ გამოწვევებთან გამკლავება და გამოსავლების მოძებნა და, ზოგადად, .Net თემატიკა ჩვენი ძირითადი მოტივაცია იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ დავინახეთ პოტენციალი და ვიცოდით, რომ გამარჯვება შეგვეძლო.

კოკო: ძირითადი მიზანი არ იყო ფულის მოგება, არამედ ეს იყო გამოცდილების გაზიარება, გართობა და ყოველ მხრივ განვითარება. ფულადი ჯილდო უბრალოდ დიდი ბონუსია.

M: გქონდათ საშუალება, რომ სხვა გუნდებს გასაუბრებოდით?

ზურაბ: ატმოსფერო კონკურენტული იყო, თუმცა კონკურენცია არ ნიშნავს იმას, რომ სხვა გუნდების მიმართ ტოქსიკური უნდა იყო.

შალვა: ჩვენ ვიცოდით, რომ ყველა ერთ ნავში ვისხედით. ვხედავდით როგორ წვალობდნენ სხვები და ვიგრძენით მათი ტკივილი. ძალიან სასაცილო იყო: ჰაკათონზე შევხვდით სხვა გუნდს, რომელიც მესამე ადგილზე გავიდა რბოლაში — ყველა მათგანი ჩვენი თანამშრომელი იყო.

M: თქვენი აზრით, რა ტიპის ადამიანებს სურთ შაბათკვირის გატარება 24 საათიან კოდირების მარათონზე?

კოკო: ცოტათი გიჟი უნდა იყო.

M: გვითხარით მეტი იმ ტექნოლოგიებსა და ინსტრუმენტებზე, რომლებიც გამოიყენეთ.

შალვა: C# და .NET, რადგან ისინი ამ ჰაკათონის თემატიკა გახლდათ. ჩვენ ასევე გამოვიყენეთ RabbitMQ მონაცემთან სინქრონიზაციის მიზნით, ხოლო MongoDB — მონაცემთა რეზერვაციისთვის.

კოკო: სიმართლე გითხრათ, გაგვიმართლა, როდესაც ჟიურისგან ტექნიკური დავალება მივიღეთ, რადგან ავირჩიეთ „შესრულების ოპტიმიზაცია“ და მთლიანი პროექტის იდეა იყო შესრულების გაუმჯობესება. ვფიქრობ, სწორედ ეს დავალება დაგვეხმარა იმაში, რომ მეორე ადგილი დავიკავეთ.

M: რას ფიქრობთ, როგორია თქვენი პროექტის მომავალი?

შალვა: ვგეგმავთ ჩვენი პროექტის ღია კოდის შექმნას, რათა სხვებსაც მივცეთ შესაძლებლობა, წვლილი შეიტანონ და გააუმჯობესონ იგი.

მესამე ადგილის მფლობელები:

ლაშა, ლუკა და ნიკოლოზი გართობის მიზნით დარეგისტრირდნენ და .Net Solutions-ის ჰაკათონზე მესამე ადგილი დაიკავეს.

M: პირველად იღებთ მონაწილეობას ჰაკათონის ღონისძიებაზე?

ყველა უნისონში: პირველად

ლაშა: მე დაინტერესებული ვიყავი ამ ღონისძიებით და მინდოდა მონაწილეობის მიღება. პირველად ვნახე SD Solutions-ის მიერ გამოქვეყნებული პოსტი Facebook-სა და Linkedin-ზე, შემდეგ კი თანამშრომლებს გავუზიარე. ჯერ ნიკოლოზთან ვახსენე, რომელსაც უკვე სმენოდა მის შესახებ და მონაწილეობის მიღებაც სურდა. მერე ლუკასაც ვუთხარით და ასე ჩამოვყალიბდით ერთ გუნდად.

M: როგორ გაგიჩნდათ ამ პროექტის იდეა?

ლაშა: ჩვენ გართობის მიზნით დავრეგისტრირდით და როდესაც იქ მივედით, ჟიურისთვის ჩვენი პრეზენტაციის წარდგენამდე დაახლოებით 1.5 საათი იყო დარჩენილი. სიმართლე გითხრათ, არცერთი იდეა არ გვქონდა. ასე რომ, მცირე დროში უნდა მოგვეფიქრებინა რამე.

ნიკოლოზი: ყველაზე სასაცილო ნაწილი ის იყო, რომ პრეზენტაციამდე 10 წუთით ადრე მოვიფიქრეთ ჩვენი იდეა.

M: თავიდან რა მოლოდინები გქონდათ მოგებასთან დაკავშირებით?

ლუკა: იცით, გამარჯვებულების გამოცხადებამდე, პირადად მე, არ ვფიქრობდი, თუ რამეს მოვიგებდით. მე-3 ადგილის აღება სრულიად მოულოდნელი იყო.

ლაშა: თავიდან ვერ ვიფიქრებდი, რომ რაიმე შანსი გვქონდა. აქ მხოლოდ გასართობად ვიყავით მოსული და ღონისძიების დატოვებაზეც ვხუმრობდით. თუმცა პროექტზე მუშაობისას თანდათან გვიჩნდებოდა მცირეოდენი იმედი, რადგან კოდირებისა და დეველოპმენტის პროცესში მივხვდით, რომ ჩვენი იდეა არც ისე ცუდი იყო.

M: შეგიძლიათ უფრო მეტი გვითხრათ თქვენ პროექტზე და იმ ტექნოლოგიებსა და ინსტრუმენტებზე, რომლებიც გამოიყენეთ?

ლაშა: ჩვენ შევქმენით ბილეთების მართვის სისტემა, რომელიც კონცერტის ბილეთების ლეგალურად გადაყიდვის საშუალებას იძლევა. საქართველოში ძალიან დიდი პრობლემაა, როდესაც პოპულარული კონცერტი ტარდება და ყველა ბილეთი მყისიერად იყიდება. ამ დროს გადამყიდველებისგან შავ ბაზარზე გიწევს მათი ყიდვა და მოტყუების დიდი შანსი ჩნდება. ჩვენი სისტემა კი გვეხმარება თაღლითობის პრევენციაში და მყიდველებს ვალიდური ბილეთების მიღების საშუალებას აძლევს.

ნიკოლოზი: ჩვენი ტექნიკური დავალებისთვის შევარჩიეთ სატესტო დაფარვა და დოკუმენტაცია, რომელიც ჩემი გადმოსახედიდან, ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო. სამსახურში ყოველთვის ვატარებთ ტესტებს და ვწერთ შინაარსს, თუნდაც მინიმალურ დოკუმენტაციას. გვქონდა დიდი პროექტის მასშტაბები 24 საათის განმავლობაში და ყველაზე სწრაფად რასაც მივაღწიეთ, იყო ერთეული ტესტები.

ლაშა: ჩვენ გამოვიყენეთ სუფთა არქიტექტურა, ზოგიერთი ფრეიმვორქი, როგორიც არის ერთეულის ფრეიმვორქი მონაცემთა ბაზების დაკავშირებისა და მართვისთვის, Microsoft SQL Server როგორც მონაცემთა ბაზა და ასევე, გამოვიყენეთ Stripe’s API გადახდებისთვის.

ლუკა: ჩვენ გამოვიყენეთ არქიტექტურული შაბლონები როგორიც არის CQRS, რათა ჩვენი სისტემა უფრო მასშტაბური ყოფილიყო.

M: რას ფიქრობთ 24-საათიან კოდირების მარათონზე?

ნიკოლოზი: ძალიან გავერთეთ. Axis Towers-იდან გადაშლილი ხედიც გასაოცარი იყო. ამიტომ, ღამის თენებაც პრობლემას არ წარმოადგენდა ჩემთვის. მომსახურე პერსონალიც საკმაოდ სასიამოვნო და სტუმართმოყვარე იყო. ამიტომ, თუ კიდევ ერთხელ ჩატარდება მსგავსი ღონისძიება, აუცილებლად ვეწვევი.

M: როგორია თქვენი პროექტის მომავალი?

ლუკა: ვეცდები, პროექტი სტარტაპის სახით ჩავუშვა.

ლაშა: ამ პროექტს მართლა დიდი მასშტაბი აქვს. დაფინანსების მიღების შემთხვევაში, შეიძლება ნამდვილად დიდ, უკვე არსებული ბილეთების მართვის სისტემის კონკურენტებად ჩამოვყალიბდეთ.

ნიკოლოზი: უკვე დასახელებაც მოვიფიქრეთ: Reticket.

„თავიდან არცერთ გუნდს არ ჰქონდა მოგების იმედი, თუმცა ამ ფაქტს ისინი არ შეუჩერებია. მათი ისტორია გვახსენებს იმას, რომ ჰაკათონების მიზანი არ არის მხოლოდ მოგება, არამედ სიახლის შექმნა, ერთად მუშაობა და კავშირების დამყარება.

ჰაკათონმა ფანტასტიკური შესაძლებლობა მისცა თანამოაზრე პროფესიონალებს, ერთმანეთთან ურთიერთობა დაემყარებინათ, რამაც ღირებული კავშირები გააჩინა. დიდ მადლობას ვუხდით პროფესიონალ ჟიურის წევრებს — Tipalti, Pango, Cyrebro და Travelier, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოში IT ინდუსტრიის განვითარებითა და ყველაზე ენთუზიასტი, ამბიციური დეველოპერების დაქირავებით“.

„ასე რომ, შევხვდებით SD Solutions-ის მომდევნო ღონისძიებებზე!“

[პარტნიორის კონტენტი]

„ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და კმაყოფილი ვარ, რომ წამოვიწყე“ – როგორია ნოდარ გორგაძის დიდი შემოდგომა

როგორ შეუწყო ხელი uTorrent-მა ფასიან კონტენტზე უფასო წვდომას ხელი