ღონისძიების თარიღი: 7- 8 ოქტომბერი, 2023 წ.
ლოკაცია: SD Solutions-ის თბილისის ოფისი, Axis Towers.
SD Solutions თბილისის IT საზოგადოების შეზანზარებას აპირებს. 7 ოქტომბერს მათ .Net Solutions Hackathon დააანონსეს. პროგრამისტების ამ შეჯიბრმა SD Solutions-ში ყოველწლიური ხასიათი მიიღო, ხოლო ჰაკერების წლევანდელი თავყრილობა უახლეს .Net ტექნოლოგიებს ეძღვნება. ამ ღონისძიების მიზანს წარმოადგენს .Net ტექნოლოგიების საზღვრების გაფართოება, თბილისის გადაქცევა მოწინავე ტექნოლოგიური პროგრესის ცენტრად.
ამ ღონისძიების შუაგულში მარტივი, თუმცა ძლიერი გამოწვევაა: ისეთი იდეის მოფიქრება, რომელიც იყენებს .Net ინსტრუმენტებს, მისი განხორციელება ცინცხლად დაწერილი, მაღალი ხარისხის კოდით, ასევე იმის ჩვენება, რომ მას შეუძლია გაძლიერდეს და სარგებელი მოუტანოს თანამედროვე საქართველოს მოსახლეობას. არ აქვს მნიშვნელობა, გამოცდილი .Net დეველოპერი ხართ თუ სრულიად დამწყები, ეს ჰაკათონი იმისთვის შეიქმნა, რომ შეძლოთ საკუთარი უნარების გაუმჯობესება, დაუკავშირდეთ თანამოაზრეებს და წინ წასწიოთ თქვენი იდეები. და უპირველეს ყოვლისა, ეს არის შეჯიბრი ფულადი პრიზის მოსაგებად! ღონისძიების დასასრულს გამარჯვებულის ჯიბეში $5000 აღმოჩნდება.
ამ ჰაკათონს განსაკუთრებულს ხდის შესაძლებლობა, მჭიდროდ ითანამშრომლოთ ამერიკელ და ისრაელელ გამოცდილ პროფესიონალებთან, რომელთაც მილიონობით დოლარის ღირებულების პროდუქტები და პროგრამები აქვთ შექმნილი. გქონდეთ იმის მოლოდინი, რომ შეიძენთ ღირებულ პერსპექტივას, გააზიარებთ ცოდნას, მიიღებთ ინტენსიურ გამოცდილებას კოდირებაში, რაც გამოცდის თქვენს უნარებს, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში, ფულად ჯილდოს მიიღებთ.
როგორ დავრეგისტრირდე და ჩამოვაყალიბო გუნდი
ჰაკათონზე რეგისტრაცია ღიაა 04.10 2023-მდე!
ადგილის დასაბევებლად, გადადით https://sdsolutions.tech/hackathon-tbilisi-2023. შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ გუნდი მეგობრებთან ერთად, რომლებიც შესაძლოა იყვნენ .Net დეველოპერები ან დიზაინერები, პროდუქტის მენეჯერები და QA ინჟინრები. ამასთან, შეგიძლიათ მარტოც მოხვიდეთ და საკუთარი .Net გუნდი იქვე შექმნათ, იმ დროის გამოყენებით, რომელიც სპეციალურად კავშირების დამყარებისთვის არის გამოყოფილი.
Hackathon-ის შესახებ უახლესი ინფორმაციისა და ღონისძიების დეტალების საქმის კურსში ყოფნისთვის, ეწვიეთ ჰაკათონის ვებგვერდს ან გამოიწერეთ SD Solutions-ის სოციალური მედიის არხები: LinkedIn, Facebook და Instagram.
გამოწვევა და როგორ მოხდება თქვენი შეფასება
მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეობის მიღება ნებისმიერ იდეას შეუძლია, ჟიური დააწესებს ტექნიკურ გამოწვევას 24-საათიანი კოდირების პროცესის დასაწყისში. გუნდებმა ამ დავალების გადაწყვეტა უნდა დაუმატონ საკუთარ პროექტს, ის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია. იმავდროულად, ჟიური გუნდებს შეაფასებს 24 საათის განმავლობაში მათი კოდის პროგრესის მიხედვით — იმის მიხედვით, თუ როგორ უმკლავდება გუნდი სირთულეებს, როგორია მათი კრეატიულობის დონე და მომხმარებლის საბოლოო გამოცდილება. მონაწილეები არ არიან ვალდებულნი პროდუქტი 24 საათში დაასრულონ, მაგრამ მათ აუცილებლად უნდა შექმნან პირველი კონცეფცია და სულ მცირე, ერთი საჩვენებელი ფუნქცია.
SD Solutions-ის შესახებ:
2016 წ. დაარსებული SD Solutions მსოფლიოში აღიარებული კომპანიაა, რომლის სპეციალიზაციასაც წარმოადგენს მაღალუნარიანი ტექნიკური და არატექნიკური სპეციალიზაციის პროფესიონალთა გუნდების შექმნა წარმატებული კომპანიებისთვის მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა სექტორში მრავალმილიარდიან კომპანიებთან, როგორიცაა Tipalti, Plus500, Flutter.
თბილისში ვაკანსიების შესახებ, მოგიწოდებთ ეწვიოთ შესანიშნავი კარიერული შესაძლებლობების გვერდს SD Solutions-ის საიტზე.
[R]