in

Netflix-ის მომხმარებელთა რაოდენობამ 200 მილიონს გადააჭარბა

კომპანიის განცხადებით, გასართობი იმპერიის ასაშენებლად, ფულის სესხება საჭირო აღარაა. 

veon
veon

Netflix-ისთვის გასული წელი კომპანიის ისტორიაში უდიდესი იყო – როგორც ჩანს, მისი მომხმარებელთა რიცხვი მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა. თანაც, კომპანიის განცხადებით, გასართობი იმპერიის ასაშენებლად, ფულის სესხება საჭირო აღარაა.

წლის ბოლო სამი თვის განმავლობაში მსოფლიოს წამყვანმა ფასიანმა სტრიმინგის სერვისმა 8.51 მილიონი ახალი მომხმარებელი მიიზიდა და 200 მილიონიან მაჩვენებელს გადააჭარბა, რაც აქციების 13%-ით ზრდას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ამ ზრდაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პანდემიის თანმდევმა შეზღუდვებმა, რომლებმაც გართობისა და განტვირთვის არეალი საგრძნობლად შეგვიმცირა.

ამ ეტაპზე, როცა “ნეტფლიქსის” შიდა, ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარი საკმაოდ მდიდარია, კომპანია უფრო მეტად საერთაშორისო ბაზრებს ეყრდნობა. სწორედ ამ მიდგომამ, ინვესტიციის საკუთარი “ტერიტორიის” გარეთ მდებარე ბაზრებში ჩადებამ მოუტანა Netflix-ს ეფექტური და წარმატებული ზრდა. მაგალითად, პოპულარული სერიალები გერმანულ, კორეულ, იაპონურ და ფრანგულ ენებზეც შეიქმნა.

მართალია, სკეპტიკოსები კომპანიის არსებულ ვალს მოსალოდნელ კატასტროფას უწოდებენ, თუმცა Netflix-ის ვარაუდის თანახმად, 2021-ში მომხმარებელთა რაოდენობა 6 მილიონით გაიზრდება, რაც თანხის თვალსაზრისით 7.45 მილიონიან შემოსავალს გულისხმობს.

როგორ იღებს მეთიუ მაკკონაჰი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს?

„ჩემი პერიოდი მთელი სამყაროა!“ – მენსტრუალურ ციკლზე საუბარი სირცხვილი არ არის