in

Netflix 25 წლის იუბილეს ნოსტალგიური ვიდეოთი აღნიშნავს

მიუხედავად იმისა, რომ სტრიმინგის სერვისები ჩვენს ოჯახებში დაახლოებით ათ წელზე ნაკლებ დროს ითვლის, Netflix პრაქტიკულად უკვე მეოთხედი საუკუნეა არსებობს. ბიზნესის 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად, კომპანიამ ნოსტალგიური ვიდეო გამოუშვა, რომელიც მის ფესვებთან გვაბრუნებს — DVD-ის მიწოდების დროიდან.

მართალია, კომპანია 1997 წელს დაარსდა, თუმცა თავის ვებგვერდი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გამოუშვა. თავდაპირველად ის მომხმარებლებთან DVD-ების გაგზავნით მუშაობდა. უკვე 9 წლის შემდეგ კი სტრიმინგი რეალობად იქცა — 2012 წელს მისი პირველი ორიგინალური ფილმის, Lilyhammer-ის გამოსვლით. მას შემდეგ ბევრი ჰიტი გამოჩნდა ეკრანებზე, მათ შორის Money Heist, Squid Game და Stranger Things.

მნიშვნელოვანი წლის საპატივცემულოდ, Netflix Twitter-ის ანგარიშმა რამდენიმე საინტერესო, მაგრამ ნაკლებად ცნობილი ფაქტიც გააზიარა სერვისის შესახებ. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ წითელი ბრენდის მნიშვნელოვანი ნაწილია, პირველი DVD ქეისი თეთრი იყო.

ის, რაც „ევრობასკეტის”, დიდი საკალათბურთო ჩემპიონატის შესახებ უნდა ვიცოდეთ

3 რამ, რაც ჩინური TikTok-ისგან უნდა ისწავლოთ