in

Netflix, სავარაუდოდ, ახალ Pokemon სერიალზე მუშაობს!

სცენარისტი და აღმასრულებელი დირექტორი ჯო ჰენდერსონია

veon
veon

Pokemon-ის სატელევიზიო შოუ მისი პირველი თამაშების ჩაშვებამდე დაიწყო. წლების განმავლობაში პოკემონის საკმაოდ ბევრი მინი სერიალი ვიხილეთ, თუმცა ახლა Netflix ყველაზე დიდი სერიალის შექმნას გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია უკვე მუშაობს პოკემონის ახალ სერიალზე. ამასთან, შოუს სცენარის ავტორი და აღმასრულებელი დირექტორი ჯო ჰენდერსონია. ეს უკანასკნელი სერიალ “ლუციფერის” თანაავტორი და აღმასრულებელი პროდიუსერია. და იქიდან გამომდინარე, რომ შოუს ბოლო სეზონი უკვე სრულდება, ნამდვილად შესაფერისი დროა ახალი პროექტის დასაწყებად.

ახალი შოუ, სავარაუდოდ, დეტექტივ პიკაჩუს მსგავსი იქნება, მაგრამ გაუგებარია, რა სახის ნარატივს გაჰყვება იგი. ძირითადი სცენარი 10 წლის ბავშვების თავგადასავლების ირგვლივ განვითარდება, რომლებიც პოკემონის ტრენერობას გეგმავენ.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ნეტფლიქსი მართლაც კარგი “სახლი” იქნება ახალი პოკემონ-სერიალისთვის. თანაც, კომპანია პოკემონის კონტენტის საკმაოდ დიდ რაოდენობას მასპინძლობს უკვე. თუმცა ჯერ კიდევ უნდა დაველოდოთ, რამდენად დაადასტურებს კომპანია ახალი შოუს ირგვლივ გავრცელებულ ინფორმაციას.

განახლებული ფორმატითა და მიზნებით – Setanta Sports მაუწყებლობას 13 ქვეყანაში იწყებს

მთის ძალების ძიებაში