18
Sep
2018

Netflix-ის შოკისმომგვრელი რეკლამა “სახეცვლილი ნახშირბადისთვის”!

18 Sep 2018

Media Plan of the Year-ის ფარგლებში, რომელსაც საერთაშორისო ჟურნალი ADWEEK უწევს ორგანიზებას, Netflix-ის ეს გარე რეკლამა ყველაზე ინოვაციურ სარეკლამო აქტივობად დასახელდა. Netflix-მა სერიალ “სახეცვლილი ნახშირბადისთვის”, წლის დასაწყისში, ორიგინალური გარე რეკლამა შექმნა. სერიალი, რომელიც ამავე სახელწოდების წიგნის საფუძველზე შეიქმნა, ფუტურისტულ მოტივებზეა აგებული – მოქმედება სამი საუკუნით წინ ვითარდება, ადამიანებს შეუძლიათ თავიანთი ცნობიერება სხვა სხეულში “ჩატვირთონ”, ამდენად, სხეულიდან სხეულში გადაინაცვლონ და იცხოვრონ მნიშვნელოვნად მეტი. ხოლო, რაკი ყოველივე ეს დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული, ამ “სერვისით” მხოლოდ მდიდრები სარგებლობენ. Netflix-მა, სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, შექმნა 3D ბილბორდი, სადაც ადამიანის მოდელი რეალურის შთაბეჭდილებას ტოვებდა. როგორც კომპანიაში განმარტეს, ამ გარე რეკლამის გენერირებისას, ფიქრობდნენ, როგორი იქნებოდა რეკლამა მომავალში, იმ დროში, როდესაც ხდება მოქმედება სერიალში.

 

განხილვა